ავტორი:

"ივანიშვილის რეჟიმი უნდა დამთავრდეს!" - სანდრა რულოვსი

"ივანიშვილის რეჟიმი უნდა დამთავრდეს!" - სანდრა რულოვსი

"მთავრობას არანაირი ნდობა აღარ აქვს და უნდა გადადგეს, ვადამდელი არჩევნები კი რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს" - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომელიც „თავისუფლების მარშში“ მონაწილეობს.

რულოვსის თქმით, 20 ივნისის ღამეს მომხდარის გამო პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობამ უნდა აიღოს.

„გახარია უნდა გადადგეს, მთავრობას არანაირი ნდობა აღარ აქვს და უნდა გადადგეს მთლიანობაში.

უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები რაც შეიძლება, მალე. ივანიშვილის რეჟიმი უნდა დამთავრდეს! რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მათი პასუხისმგებლობაა - რა იარაღებიც გამოიყენეს, რაც ესროლეს ხალხს, რამდენი ხალხი დაინვალიდდა, რამდენი დაბრმავდა და ეს ყველაფერი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, გაფრთხილების გარეშე" - განაცხადა რულოვსმა.

თბილისში „თავისუფლების მარში“ მიმდინარეობს. მსვლელობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერებიც მონაწილეობენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები