ავტორი:

CNN : პუტინის ჯიბრზე, ჩამოდით საქართველოში!

CNN : პუტინის ჯიბრზე, ჩამოდით საქართველოში!

ამერიკელი ჟურნალისტი უილ კეტკარტი, რომელიც თბილისში ცხოვრობს, მოგზაურებს მოუწოდებს, საქართველოში ჩამოვიდნენ.

„ძვირფასო მოგზაურებო, ღვინის, პლაჟების, რომანტიკისა და ისტორიის მოყვარულებო - ყველა, ვინც თავგადასავლებს ეძებთ, ან გსურთ გააბრაზოთ ვლადიმერ პუტინი - საქართველოს სჭირდებით,“ - წერს ავტორი.

ჟურნალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციები თბილისში არა რუსი ხალხის წინააღმდეგ, არამედ რუსი პოლიტიკოსის ჩამოსვლის გამო დაიწყო, პუტინმა კი ქართველები დასაჯა და პირდაპირი ფრენები გააუქმა, ასევე - შეზღუდვები დაუწესა ქართულ ღვინის კომპანიებსაც.

„პუტინი ამას ორი მიზეზის გამო აკეთებს - პირველ რიგში, მას ეშინია, რომ რუსი ხალხი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ნახავს და იმავეს გააკეთებს რუსეთშიც. მეორე - პუტინს სურს, თბილისის აქციების შინაარსი შეცვალოს და საკუთარი მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ ეს რუსოფობიური დემონსტრაციებია,“ - წერს ჟურნალისტი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპაციის ისტორია ძალიან მტკივნეულია, თუმცა „ქართველი ხალხი საკითხს ღიად განიხილავს, მათ ახლა გამოხატვის სრული თავისუფლება აქვთ“ :

„ეს თავისუფლება პუტინს ნებისმიერ ჯარზე მეტად აშინებს,“ - წერს კეტკარტი.

ჟურნალისტი, ასევე, აღნიშნავს, რომ რუს ხალხს საქართველოში არავინ ერჩის, თუმცა რუსი სამხედროებისა და ტანკების დანახვა აქ არავის სურს.

„ქართველ და რუს ხალხს ახლა ყველაზე მეტი რამ აქვთ საერთო, მათი ქვეყნები ვლადიმერ პუტინისა და მისი კორუმპირებული გარემოცვის მიერ არის ოკუპირებული,“ - წერს კეტკარტი.

მისივე თქმით, ახლა აუცილებელია, მსხვრევად ევრაზიულ დემოკრატიას მსოფლიომ მხარი დაუჭიროს. ევროპისა და აშშ-ს საელჩოები საკუთარი ქვეყნების მოქალაქეებს მოუწოდებენ, პუტინის აკრძალვების ფონზე საქართველოს ესტუმრონ.

„არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფებით - მოსკოვში, მილოუკსა თუ მოგადიშოში, საქართველოს ახლა თქვენ სჭირდებით! ჩამოდით, რომ პუტინის აკრძალვები უგულებელვყოთ“.

წირვა აუცილებლად ჩატარდება... იმედია, ხალხი დაესწრება, აბა, რისთვის ტარდება?! - მეუფე ნიკოლოზი

რესპუბლიკურში Covid-19-ით ინფიცირებულ 3 პაციენტს პნევმონია აქვს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საყურადღებო

"წელს განგებამ სხვანაირად გამოგვიწერა" - როდის ჩამოიტანენ წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში