ავტორი:

აქციის მონაწილეებმა პარტიზანული მოძრაობა წამოიწყეს - მივლენ ყველგან, სადაც გახარია და მთავრობის სხვა წევრები იქნებიან

აქციის მონაწილეებმა პარტიზანული მოძრაობა წამოიწყეს - მივლენ ყველგან, სადაც გახარია და მთავრობის სხვა წევრები იქნებიან

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციების პარალელურად, ახალგაზრდების ჯგუფები პარტიზანულად მოძრაობას და ყველა იმ ადგილზე შეკრებას გეგმავენ, სადაც გიორგი გახარია მივა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განუცხადა, საპროტესტო გამოსვლები გარკვეულ ცვლილებებს განიცდის და სიახლე იქნება ის, რომ გარკვეული ჯგუფები შეიკრიბებიან იქ, სადაც მივლენ შს მინისტრი და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები.

„იქ, სადაც გიორგი გახარია იქნება, ყველგან ჩატარდება აქციები ყოველდღიურად. გარკვეული ჯგუფები პარტიზანულად ივლიან და სადაც იქნება გახარია და მთავრობის მაღალჩინოსნები, ყველგან მივლენ და გააპროტესტებენ გახარიას ყოფნას“, - განაცხადა მაქარაშვილმა.

რაც შეეხება მიმდინარე კვირის გეგმებს, როგორც გიგა მაქარაშვილი აღნიშნავს, ხვალ კვლავ „მსუბუქი აქცია“ იქნება და გაიმართება „თავისუფალი კონცერტი“, რომელზეც აქციის მხარდამჭერი ყველა არტისტი იმღერებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები