ავტორი:

"ყველას მოვუწოდებ, საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება" - პრეზიდენტი

"ყველას მოვუწოდებ, საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება" - პრეზიდენტი

„მინდა ყველას მოვუწოდო - საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება ამ წელს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აჭარის რეგიონში სტუმრობის ფარგლებში, ზურაბიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებს შეხვდა. ზურაბიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღნიშნული რეგიონის ტურისტული პოტენციალი განიხილეს.

„აჭარის მთავრობასთან დღევანდელი შეხვედრა საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტია ამ რეგიონში. აქ არის ძალიან მზარდი ტურიზმი, თუმცა ვიცით, რომ დღეს არის გარკვეული პრობლემები. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის, რომ რეალურად არ შენელებულა ის მზარდი ტურიზმი, რომელიც ამ რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება ამ წელს. ამ განცხადებას გავაკეთებ ძალიან მალე ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე, სადაც ძალიან ბევრი მაღალი დონის პარტნიორი ჩამოვა,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები