ავტორი:

რაში სჭირდება თურქეთს რუსული ანტისარაკეტო სისტემა და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერდოღანის "გაჯიუტებას"?

რაში სჭირდება თურქეთს რუსული ანტისარაკეტო სისტემა და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერდოღანის "გაჯიუტებას"?

"რატომ არ ამბობს უარს თურქეთი რუსეთისგან ანტისარაკეტო კომპლექს S400-ების შეძენაზე", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Deutsche Welle, რომლის ცნობითაც, ამერიკის მხრიდან სანქციების, მუქარისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების უკმაყოფილების მიუხედავად, თურქეთი ივლისში რუსეთისგან შეიარაღებას მაინც შეისყიდის. "რა ემუქრება თურქეთს?" - ასეთ აქცენტს აკეთებს გამოცემა. დონალდ ტრამპმა არაერთხელ მიმართა რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, რათა მან უარი თქვას რუსეთთან შეთანხმებაზე, ამერიკულ ანტისარაკეტო კომპლექს Patriot-ის შეძენასთან დაკავშირებით. ამერიკამ თურქეთს საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ვადა 31 ივლისამდე მისცა, ამის შემდეგ ის, პირველ ეტაპზე, ანკარისთვის მეხუთე თაობის მრავალფუნქციური თვითმფრინავების - F-35-ის მიწოდების შეწყვეტითა და ქვეყნიდან ამერიკელი პილოტების გამოწვევით იმუქრება. თუმცა, ანკარაში მოსკოვთან შეთანხმებაზე უარის თქმას არ აპირებენ.

amerikiskhma.com-ის ინფორმაციით, ტრამპი ერდოღანის მხარესაა, თუმცა კონგრესი მისგან თურქეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვმა დაასრულა ანკარასთან აღნიშნულ საქმეზე ხელშეკრულების გაფორმება და ის არ აპირებს მის ჩაშლას. პროექტის ღირებულება 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ხულუსი აკარის თქმით, ქვეყანა მზად არის რუსეთის შეიარაღების მისაღებად. მისივე განცხადებით, თურქმა სამხედროებმა უკვე გაიარეს გადამზადება რუსეთში და მზად არიან ანტისარაკეტო სისტემა S400-ებზე სამუშაოდ. მათ ქვეყნის ადგილობრივ შეიარაღებაში 2019 წლის ოქტომბრიდან ჩაუშვებენ.

მაინც რაში სჭირდება თურქეთს რუსული ანტისარაკეტო სისტემა? - საკითხზე უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ულრიხ კუნი (Ulrich Kuhn) მსჯელობს, რომლის თქმითაც, თურქეთის ხისტი პოზიცია, შეისყიდოს რუსეთის შეიარაღება, ცალკეულ ინტერესებს ემსახურება.

"ეს შეთანხმება შეიძლება განვიხილოთ, როგორც დიპლომატიური სვლა ჭადრაკის ეფექტით. ტრამპის ადმინიტრაციამ ძალიან გააბრაზა ერდოღანი, როდესაც მას ფეთჰულა გიულენის გადაცემაზე უარი უთხრა. გარდა ამისა, ამერიკამ მოკავშირედ დაიჭირა სირიასა და ერაყში ქურთების დაჯგუფება, რომელთაც თურქეთი ტერორისტებად აღიქვამს. ერდოღანის პასუხმაც არ დააყოვნა, - რუსეთთან იარაღის ხელშეკრულების გაფორმებით, მან მესიჯი გაუგზავნა ამერიკას, რომ თურქეთი, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანია და თავის ინტერესებს გაატარებს. სხვა საკითხია, ვინ რამდენად დაზარალდება ამით", - წერს ექსპერტი.

iz.ru-სთან საუბარში აქტუალური პოლიტიკის საკითხებში რუსი ექსპერტი ვიქტორ ოლევიჩი იმედოვნებს, რომ ამერიკა არ დაუწესებს თურქეთს სანქციებს. "თუმცა, თუ ვაშინგტონი მაინც დააკისრებს ანკარას სანქციებს, მაშინ ნატო-ს ბლოკში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორთან ურთიერთობა დაეძაბება", - აცხადებს ის.

ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია აქტიურად აცხადებს, რომ დასავლეთმა თურქეთისთვის სანქციების დაკისრება გადაიფიქრა და თურქეთი რუსული S400-ების გადაზიდვას 7 ივლისიდან შეუდგება.

haqqin.az-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც Foreign Policy-ს ეყრდნობა, უკვე ივლისის დასაწყისში ანკარა ვაშინგტონისგან სამი სახის ახალ სანქციებს უნდა ელოდოს.

კიდევ ერთი თურქი პოლიტოლოგის ჯეილან ოზგიულის ცნობით, ამერიკის კონგრესის მიერ დაწესებული სანქციები ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ თურქეთის ეკონიმიკას კიდევ უფრო დააზიანებს.

"ახლა ანკარაში ალტერნატივას ეძებენ, როგორც ეკონომიკის, ასევე სამხედრო თვითმიფრანევის ჩასანცვლებლად და ალტერნატივის სახით კვლავ რუსეთი განიხილება. F-35-ის Су-57-ით შეცვლა თურქეთის ხელისუფლების რეიტინგის კიდევ უფრო მეტად დაცემას გამოიწვევს. ორ ქვეყანას შორის მიმდინარე პერიპეტიებისა და სხვების მხრიდან მცდელობების მიუხედავად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის საბაზო პოლიტიკა ანტიამერიკული კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გახდება", - ამბობს ოზგიული.

ვინ იყოს ისრაელის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი, მეტსახელად, "ქართველი", რომელიც შიშის ზარს სცემდა ტერორისტებს  - "სურამელი ბიჭის" თავბრუდამხვევი კარიერა

"მნიშვნელოვანი შედეგით დავბრუნდით ნატო-ს მინისტერიალიდან, მიღებულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია" - ზალკალიანი

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას