ავტორი:

"არხი კატეგორიულად არ იზიარებს გაბუნიას გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას" - ნიკა გვარამია

"არხი კატეგორიულად არ იზიარებს გაბუნიას გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას" - ნიკა გვარამია

ამ არხის ფარგლებში ამგვარი თვითგამოხატვა არხს კატეგორიულად დაუშვებლად და მიუღებელად მიაჩნია, - აღნიშნული განცხადებით “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემა “პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვას გამოეხმაურა.

როგორც გვარამიამ განაცხადა, საკითხზე თვითრეგულირების ფარგლებში იმსჯელებენ და მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება ავტორთან დაკავშირებით.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმართვა იყო საავტორო ტექსტი, გადაცემაც არის საავტორო და მასში ჩარევა არ ხდება.

“ეს არხი თავისი ედიტორიალით მთავარი დაცვის ინტერესად ჩვენს სამშობლოს - საქართველოს მიიჩნევს. შესაბამისად, ყოველგვარ თავდასხმას მის ნომერ პირველ მტერზე ვლადიმერ პუტინზე გამართლებულად მიიჩნევს. არხის ეთერში თვითგამოხატვას - იქნება ეს საავტორო გადაცემა თუ სხვაგვარი გადაცემა, აქვს საკუთარი ფორმები და საკუთარი წესები. ეს წესები მეც არაერთხელ დამირღვევია, თუმცა ამ დარღვევასაც თავისი ფორმა აქვს, წითელი ხაზები და ასევე საჭიროებს გემოვნებასა და ზომიერებას. გინებაც შესაძლებელია ზომიერების ფარგლებში, რომ ის უფრო მეტად მოხვდეს მიზანში, ვიდრე იმ ფორმით, რა ფორმითაც მოვისმინეთ. არხი კატეგორიულად არ იზიარებს გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას. მიიჩნევს, რომ ეს არ შეესაბამება არც არხის ედიტორიალს და არც არხის ძალიან მაღალ სტანდარტს“, - განაცხადა არხის სახელით გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."