ავტორი:

"ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა" - ნიკა გვარამია აქციის მონაწილეებზე

"ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა" - ნიკა გვარამია აქციის მონაწილეებზე

ახლა უკვე ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას ჩვენს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არ არის სპონტანურად შეკრებილ აქცია, არამედ ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული აქცია, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„ვხედავთ აქ აბსოლუტურად ნაცნობ სახეებს, რომლებიც ყველა ვითარებაში ჰყავს გავეშებული საქართველოს პროპუტინისტურ ხელისუფლებას, ახლა უკვე შეგვიძლია, ეს დანამდვილებით ვთქვათ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ დღეს გაბუნიას ძალიან სამწუხარო ინციდენტისა და შეცდომის ერთადერთი პოზიტიური მხარე აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში მოხდა აბსოლუტური ლუსტრაცია, მივიღეთ ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი ხარისხის ლუსტრაცია, ვიდრე ეს იყო გავრილოვის მოვლენების დროს. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიტანა მის ეთერში პუტინის უხამსად მოხსენიება. ვიძლევი განკარგულებას, რომ მოიხსნას ყველა ჯგუფი პირდაპირი გაშუქებიდან. ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა, ისევე როგორც ხელისუფლება, ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ პირდაპირ ტრანსლაციას და ამ წუთიდან, ვიდრე არ იქნება სრული უსაფრთხოება უზრუნველყოფილი „რუსთავი2-„ის, ჩვენ საერთოდ ვაჩერებთ მაუწყებლობას. მაშ ასე, „რუსთავი 2“ წყვეტს საკუთარ მაუწყებლობას, ჩვენ ახლა ვაქრობთ მიმდინარე ეთერს, ყველა ჟურნალისტი შემოვა ტერიტორიაზე“, - განაცხადა გვარამიამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მაუწყებლობის შეწყვეტის მიუხედავად, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათი მოთხოვნა არა მაუწყებლობის შეწყვეტა, არამედ ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას სამსახურიდან გათავისუფლებაა, რის დაკმაყოფილებასაც ელოდებიან.

„ჩვენი მოთხოვნაა ერთი - აიკრძალოს ამ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყველანაირი მიმდევარი თავისი ტელევიზიით. ესენი აკეთებენ ყველაფერს, რომ ხელი შეუწყონ ოკუპაციას“, - ითქვა აქციაზე.

აღნიშნულის მიუხედავად, გვარამიას გადაწყვეტილებას, არხმა დროებით შეაჩეროს მაუწყებლობა, აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები