ავტორი:

"შენზე ადამიანი ცუდს ვერ იტყოდა, ისეთი ერთგული იყავი..." - ზესტაფონში ავარიას 17 წლის მორაგბე ემსხვერპლა

"შენზე ადამიანი ცუდს ვერ იტყოდა, ისეთი ერთგული იყავი..." - ზესტაფონში ავარიას 17 წლის მორაგბე ემსხვერპლა

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა. გარდაცვლილი სარაგბო კლუბ ზესტაფონის "არწივების" მორაგბეა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში, რომელიც შორაპანში ტრაილერს შეეჯახა, მამა-შვილი იჯდა. 17 რეზი თაბაგარი ადგილზე გარდაიცვალა, მამა გოგი თაბაგარი დაშავდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. გოგი თაბაგარი ზესტაფონში წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო. შემთხვევა 6 ივლისს მოხდა.

ტრაგედიას სარაგბო კლუბი ზესტაფონის "არწივები" "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა:

"მეგობრებო!! დღეს ჩვენი რაგბის დიდი ოჯახის წევრი დავკარგეთ. რეზიკო თაბაგარი რომელიც სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ადამიანი იყო, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ნათელში ამყოფოს შენი სული... ბაკო სუყველას ძალიან გვიყვარდი, გვიყვარხარ და მუდამ გვეყვარები. ჩევნს გულებში დარჩები ყოველთვის"- წერს კლუბის ადმინისტრაცია.

ასევე, ემოციური პოსტებით ეხმაურებიან 17 წლის ახალგაზრდას გარდაცვალებას მისი მეგობრები:

"გვენატრები ძმაო, ბევრს დაგვაკლდა შენი თავი. არასდროს დაგივიწყებ ბაკო, მაგრად მიყვარხარ და მეყვარები სულ ღვიძლი ძმასავით, ვერ დავივიწყებ იმას თუ როგორ მეხმარებოდი რაგბში, შენი დამსახურებაცაა ძმაო ასე რომ შემაყვარე ეს სპორტი. შენზე ადამიანი ცუდს ვერ იტყოდა, ისეთი ერთგული და მეგობრული უბოროტო კაცი იყავი და უბოროტოდ დატოვე ეს სამყარო, ჩემს გულში ყოველვის იქნება შენი სახელი, საუკეთესო ადამიანი იყავი და იქნები სამარადისოდ" - წერს თაზო ყურაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ