ავტორი:

"შვებულებას საქართველოში გავატარებ, თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად" - უკრაინელი დეპუტატი

"შვებულებას საქართველოში გავატარებ, თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად" - უკრაინელი დეპუტატი

"შვებულებას საქართველოში გავატარებ, რათა მხარი დავუჭირო თქვენს ქვეყანას" - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" უკრაინის პარლამენტის წევრმა, ალექსი რიაბჩინმა პუტინის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვები რუსეთის მხრიდან უკრაინისთვისაც არაა უცხო და ამ გამოწვევაზე საქართველოს პასუხი ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ქვეყნის მეტი პოპულარიზაცია უნდა იყოს.

„ყველა გამოწვევას თავისი პასუხი აქვს, საქართველომ მეტი ხალხი უნდა დაპატიჟოს უკრაინიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან. ასე რომ, სცადეთ რუსეთიდან ტურისტთა ნაკადის დივერსიფიცირება სხვა ქვეყნებზე, სცადეთ მეტად ცნობილი გახადოთ საქართველო.

მაგალითად, როდესაც ვხვდები პოლიტიკოსებს მთელი მსოფლიოდან, ყოველთვის ვეუბნები მათ, რომ უნდა ესტუმრონ ოდესას და ასევე ვურჩევ საქართველოში ვიზიტს, რადგან ეს ძალიან საინტერესო ქვეყანაა. მე მხარს გიჭერთ უკრაინიდან, ასე რომ, საქართველომ გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს და სარგებელს მიიღებთ”, - განაცხადა ალექსი რიაბჩინმა “ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

სოციალური დისტანცია და მხოლოდ 30 ადამიანი სამლოცველოში - პრინც ფილიპეს დაკრძალვა კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა

"ნავალნის შესაძლოა თირკმლის უკმარისობა დაემართოს, ეს გამოიწვევს მწვავე პათოლოგიას და შეიძლება გულის გაჩერება მოხდეს" - ექიმთა ალიანსის პროფკავშირი

რუსული მედიის ინფორმაციით, "ეფესბემ" უკრაინის კონსული დააკავა