ავტორი:

თორნიკე შარაშენიძე - "ოცნებას" აწყობს, რომ გახარია მოიშორონ, რადგან იქაც ბევრს არ უყვარს

თორნიკე შარაშენიძე - "ოცნებას" აწყობს, რომ გახარია მოიშორონ, რადგან იქაც ბევრს არ უყვარს

"დღეს დავრწმუნდი, რომ გახარია თავის თავზე იღებს არა მხოლოდ თავის არამედ სხვის პასუხისმგებლობასაც" - ეს განცხადება ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" გააკეთა. შარაშენიძემ ექსპერტებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის შეხვედრის შემდეგაც ბუნდოვანი დარჩა, თუ ვინ გასცა 21 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეების რეზინის ტყვიებითა და მხუთავი აირით დაშლის ბრძანება.

"როგორც ვიცი 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველზე არ იყო მხოლოდ შსს, იქ იყო წარმოდგენილი ასევე სამთავრობო დაცვა, სუს-ი, ეს უწყებები იყვნენ ჩართულები და თუ ძალის გადამეტება მოხდა და ფაქტია ეს მოხდა, მარტო შსს არ იყო დამნაშავე. მე მგონია გახარიას მოსწონს და უნდა თავის თავზე აიღოს ეს პასუხისმგებლობა და მან ეს დღეს ჩვენთანაც დააფიქსირა: მე გავეცი ბრძანებაო და თუ ბრალეულობა გამოიკვეთა, თავის თავზე იღებს ყველაფერს. სიმართლე გითხრათ მე ეს მიკვირს. ასევე გვითხრა, რომ უახლოეს მომავალში ექნება საზოგადოებისთვის სათქმელი და შეეცდება თავისი სიმართლის დამტკიცებას. ეს რამდენად გამოუვა არ ვიცი, რადგან მის წინააღმდეგ უარყოფითი ფონია შექმნილი" - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ და იქვე აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას წასვლა თანამდებობიდან ყველა მხარეს აწყობს მათ შორის მოქმედ ხელისუფლებასაც.

"მისი წასვლა ყველა მხარეს აწყობს, აწყობს ოპოზიციას, რომ მოიშოროს ძლიერი მინისტრი მთავრობიდან, ამას გარდა აწყობს ახალგაზრდობას, რომელიც მასში ხედავს იმ ღამის შემოქმედს, მოხდა პერსონიფცირება, მთავრობის ყველა ნეგატივი მასზე წავიდა და ჩემი აზრით აწყობს "ოცნებას" რომ ეს კაცი მოიშორონ, რადგან იქაც ბევრს არ უყვარს. ის კი ამ დროს ჯიუტად ამბობს, ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებო, მაგრამ არ მივდივარო. მე დამრჩა განცდა, რომ მან გაცილებით მეტი აიღო თავის თავზე, ვიდრე ეკუთვნის. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჯალათადაა გამოცხადებული, ისევ ეს კაცია საზოგადოებასთან კომუნიკაციაში. ივანიშვილი ზღვაზეა წასული, ნუ პრემიერი ხანდახან ბრიფინგებს მართავს" - განაცხადა შარაშენიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები