ავტორი:

მუშები ისვენებენ - დღის ფოტო "ფეისბუქიდან", რომელმაც ინტერნეტმომხმარებელი აალაპარაკა

მუშები ისვენებენ - დღის ფოტო "ფეისბუქიდან", რომელმაც ინტერნეტმომხმარებელი აალაპარაკა

ფოტომ, რომელიც გიორგი გოგიბერიძემ გადაიღო, ინტერნეტმომხმარებელი აალაპარაკა. შემთხვევითი კადრი იმდენად გენიალურია, რომ ფეისბუქ-საზოგადოება აღფრთოვანებას ვერ მალავს.

კადრში ჩანან მშენებლობაზე მომუშავე მუშები, რომლებიც შესვენებაზე ფიცარნაგზე არიან წამოწოლილი - ფოტომ ბევრს სხვადასხვა ასოციაცია გაუჩინა, მათ შორის ჯვარცმის.

ფოტოს უამრავი კომენტარი და გაზიარება აქვს. ინტერნეტმომხმარებლები წერენ:

"ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ, პულიცერის პრემია ეკუთვნის ამ ფოტოს ავტორს"

"ამაზე ქრისტიანულად ღრმა, ეგზისტენციალურ-ესენციალისტური, ესთეტიური, ემოციური - ცრემლი რომ მოგადგება თვალზე, თუ რამე მენახოს ოდესმე... და ძალიან სახალისო, იესო რომ იხარხარებდა - ისეთი";

"21-ე საუკუნის ავაზაკები, თუ მარტვილები?"

"ზეფოტოა და მრავალშრიანი!";

"ჩემი აზრით, ეს ფოტო ღადაობა კი არა, სამწუხარო რეალობაა. ეს ხალხი, გადატანითი მნიშვნელობით, მართლაც რომ ჯვარს ეგება. ვინც ვერ ერკვევით მათი დღის განრიგში, შეგიძლიათ დაინტერესდეთ, უფრო მეტი გაიგოთ და მკრეხელობას კი არა, საცოდაობას დაინახავთ ქართველი ხალხისას...";

"საუკეთესო საპროტესტო ფოტოაქცია";

"მარჯვენა ბარაბაა, ბლატნოი წოლა აქვს";

თუმცა, არიან ინტერნეტმომხმარებლები, რომლებმაც ფოტოს იდეა მკრეხელობად მიიჩნიეს ჯვარცმასთან მიმსგავსების გამო...

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს