ავტორი:

"ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი, მივვარდი ჭას, ახდილი ქონდა თავი და იქვე გავქვავდი..." - რას წერს დედა, რომელსაც 8 წლის შვილი საკანალიზაციო ჭაში ჩაუვარდა

"ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი, მივვარდი ჭას, ახდილი ქონდა თავი და იქვე გავქვავდი..." - რას წერს დედა, რომელსაც 8 წლის შვილი საკანალიზაციო ჭაში ჩაუვარდა

თბილისის მკვიდრი, ელისო ლურსმანაშვილი საჯარო "ფესბუქ-ჯგუფში", სახელწოდებით "სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფი" დაშავებული ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს და თავს გადახდენილ ამბავს აღწერს. როგორც ელისო ლურსმანაშვილი ყვება, მისი 8 წლის ქალიშვილი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, მიზეზი კი ლუქახდილი საკანალიზაციო ჭა შეიძლებოდა გამხდარიყო. დაშავებული ბავშვის დედა სოციალური ქსელის მეშვეობით თბილისის მერიას და ყველა შესაბამის ორგანოს მიმართავს, ვისაც აღნიშნული საკითხის მოგვარება ევალება.

"სასოწრაკვეთილი კი არა, არ ვიცი, რა დავარქვა ჩემს მდგომარეობას. ღმერთმა დამიფარა, თორემ წარმოდგენაც არ მინდა, ახლა როგორ ვიქნებოდი. მტერსაც არ ვუსურვებ, რაც გადავიტანე, შიშისაგან ახლაც ვკანკალებ.

მე და ჩემმა შვილმა ჩვენი პაწაწუნა ცუგები ჩავიყვანეთ სასეირნოდ, მეკავა თოკით ცუგები და მინდვრისკენ გაიქაცნენ და შევბრუნდი, სადღაც 4-5 მეტრით წინ წავიდა ჩემი 8 წლის გოგონა და წამიერი ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი. წამებში გავუშვი ცუგების თოკს ხელი მივვარდი ჭას, ახდილი ქონდა თავი და იქვე გავქვავდი, მოვკვდი, ათასმა ფიქრმა გამიარა თავში.

როგორ ჩაეკიდა სიღრმეში ბავშვი და რას, ახლაც ვერ ვხვდები ძლივს ამოვიყვანე. ახლაც თვალებში მაქვს 7-8 მეტრის სიღრმეზე სიბნელე და წყლის ჩხრიალი თუ როგორი დინებით მიდიოდა. ღმერთს მადლობა, რომ ბავშვი მოეკიდა რაღაცას. არ ვიცი, ახლაც ვერ ვიხსენებ, თუ რა და როგორ მოხდა წამებში, მხოლოდ ჩუმი ყვირილი და ის ბნელი სიღრმე და წყლის ხმა ჩამესმის.

ხვდებით მაინც, რა გადავიტანე და ახლა რა შოკში ვარ?! უფალმა გადაგვარჩინა. სულ დალურჯებული აქვს ფეხები, ხელები. ამ დაბეჟილობებს და ტკივილებს გადავიტანთ, მაგრამ რა ფაქტის წინაშე ვიდექით ხვდებით? ახლაც კანკალით ვწერ ამ პოსტს.

დავრეკე მერიაში, დავრეკე დასუფთავებაში, თუ რა ვიცი, სად არ დავრეკე, სად არ მივწერე და არსაიდან არანაირი გამოხმაურება. ძლივს ავწიე ის იმ სიმძიმე თავსახური და ნახევრამდე მივაჩოჩე და ნახევრად დავაფარე, იქვე ხალხმა დააფარა შემდეგ და უცებ ამოვედი სახლში, ბავშვისთვის რომ მიმეხედა. ბავშვი კარგადაა, მაგრამ..... ძალიან მაინტერესებს, ვისაც ეს სფერო ეხება, რატომ არ აკონტროლებენ, რატომ არის საკანალიზაციო ჭები ღია იქ, სადაც ბავშვები სეირნობენ? რატოომ? ძაღლი კატა არ დაიარება?"

"გეფიცებით, მსგავსი სილამაზე სხვა ქვეყნებშიც თუ მენახოს..." - ულამაზესი კადრები დავით გარეჯას ნახევარუდაბნოდან

"ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს..." - გიგა მაქარაშვილი გოლეთიანს მიმართავს

რუსკა მაყაშვილი მეორე შვილის დედა გახდა - რა დაარქვა ბავშვს მსახიობმა