ავტორი:

"ტკივილების მიუხედავად, მდიდარი ცხოვრება მქონდა" - რა არის დალი ჩიტალაძის სილამაზის საიდუმლო

"ტკივილების მიუხედავად, მდიდარი ცხოვრება მქონდა" - რა არის დალი ჩიტალაძის სილამაზის საიდუმლო

დალი ჩიტალაძე სილამაზითა და დახვეწილობით გამორჩეული ქართველი ქალია. საკუთარი გარეგნობისა და სტილის წყალობით, ის ბავშვობიდან იქცევდა ყურადღებას. გარკვეული პერიოდი ამერიკაში ცხოვრობდა, სადაც ცნობილ ვარსკვლავებთან მუშაობდა და მათ იმიჯზე ზრუნავდა კიდეც.

როგორც თავად ამბობს, მისი გარეგნობა გენეტიკის დამსახურებაა, თუმცა გენეტიკას ზრუნვაც სჭირდება, რაც აშკარად კარგად გამოსდის, საკუთარ რჩევებს დალი ჩიტალაძე AMBEBI.GE-ს მკითხველს უზიარებს.

- ქალბატონო დალი, მუდმივად შესაშურ ფორმაში ხართ, რაშია თქვენი საიდუმლო?

- გავიმეორებ და ვიტყვი, რომ პოზიტივია ჩემი გარეგნობის საიდუმლო. არაერთხელ მოუწერიათ, ეს ქალი სხვის ჯინაზე ცდილობს ბედნიერი გამოჩნდესო, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ვინც ბავშვობიდან მიცნობს, იცის, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. თუ ცუდი რამ შემემთხვა, ვამბობ ამაზე ცუდი არაფერი იქნება-მეთქი. ღმერთისგან ყოველთვის ვიღებ იმ მოცემულობას, რაც მაქვს, მადლობელი ვარ და ბედნიერი. სხვა ფაქტორებს რაც შეეხება, ვცდილობ, სწორად ვიკვებო, ვივარჯიშო და ასევე შემიძლია საკუთარი სტრესის მართვა. ყოველდღე უამრავი საშინელება ხდება, მაგრამ ასეთი დევიზი მაქვს, რატომ უნდა ვინერვიულო იმაზე, რასაც არ ეშველება? ასეთ დროს ძალიან მშველის ვარჯიში. ეს არის ჩემი ნარკოტიკი.

- სტრესის მართვა წლებთან ერთად ისწავლეთ?

- ახალგაზრდა როცა ვიყავი, ყველაფერს განვიცდიდი, მაგრამ წყენა და ნერვიულობა დიდხანს არ მიმყვებოდა, მეორე დღეს მავიწყდება ცუდი.

როცა ჩემი და გარდაიცვალა, საშინელ რეალობასთან დავდექი, რა უნდა მექნა? მივიღე ეს როგორც ნიშანი და მაგალითი ღვთისგან და მას შემდეგ მივხვდი, რომ არაფრის გამო არ უნდა ინერვიულო. სწორედ ამ ტრაგედიამ მასწავლა, რომ ვიზრუნო საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე, რადგან თუ შენ ცუდად იქნები, ცუდად იქნებიან შენი შვილებიც და ოჯახის წევრებიც.

ჩემთვის დიდი შოკი იყო ჩემი დის გარდაცვალება, ამ ყველაფრის გადატანაში ეკლესია და მეგობრები დამეხმარა. მათი მეშვეობით შევძელი ცხოვრების გაგრძელება. ეს ურთულესი იყო, მაგრამ რას იზამ? ყველა ადამიანს აქვს ტკივილი, პრობლემა, დარდი... მე ჩემს დარდს არავის ვაჩვენებ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ცოცხალი ვარ და ვიცინი. მივხვდი, დაბერება დიდი მადლია. მითუმეტეს, თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობს ამაში. ჩემს მეგობრებს ვეხუმრები კიდეც, როცა გარდავიცვლები, წითელი ლაკის ფეხსაცმელი ჩამაცვით და ისე დამკრძალეთ-მეთქი. დალხენილი არავინ არის ჩვენს ქვეყანაში, ჩემი ქმარი ხშირად ამბობს, დიდ ფულს დიდი პრობლემები მოაქვსო, არ არსებობს ადამიანი პრობლემების გარეშე, მაგრამ ერთხელ გვაქვს ცხოვრების შანსი, ნუ დავლანძღავთ ერთმანეთს და პოზიტიურები უნდა ვიყოთ.

- თქვენს ფოტოებზე ჩანს, რომ ბავშვობიდან გამორჩეული სილამაზის გოგონა იყავით, ფაქტია, გენეტიკაც ხელს გიწყობთ...

- გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვობიდან გამორჩეული ვიყავი, მიღებდნენ ფილმებში, ვსწავლობდი კონსერვატორიაში, ჩემს სიმღერებს მღეროდნენ და პირველად მუსიკალური კლიპების გადაღება სწორედ ჩვენ დავიწყეთ. მაშინ ერთადერთი ტელევიზია იყო პირველი არხი და იქ ხდებოდა ამ კლიპების ჩვენება. ერთი თაობა ვართ მე, დათო ევგენიძე, სანდრო ვახტანგოვი, ნინო ზაუტაშვილი და თეა გადაბაძე, მაშინ ენთუზიაზმზე ვმუშაობდით, ბევრი კარგი გასახსენებელი გვაქვს. ჩემი ტკივილების მიუხედავად, მდიდარი ცხოვრება მქონდა და ამით ვამაყობ. "ფეისბუქზე" საშინელ კომენტარებს როცა შევხვდები, ვბლოკავ და ვშლი, როცა არ გიცნობენ შეშურდებათ, ზოგს ბოღმა აქვს და შენზე აფრქვევს, ამიტომ ვცდილობ ეს ნეგატივი ავიცილო.

- ბავშვობიდან ვარჯიშობთ?

- ჩემს ბავშვობაში შემოვიდა მოდაში ჯეინ ფონდას აერობიკა. მაშინ თბილისში არ იყო სავარჯიშო დარბაზები, ამიტომ სახლში ვიკრიბებოდით, ჩავრთავდით ამ კასეტებს და ვვარჯიშობდით. მერე, ამერიკაში როცა წავედი, მივხვდი, თუ არ ივარჯიშებ, ხარ ცუდად. ვარჯიში საოცარია, ხალხო, კოლაგენიც მუშაობს, ყველა ორგანო ჩართულია და თავს კარგად გრძნობ. ასევე, ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო. რაღაც პერიოდი სიგარეტს ვეწეოდი, მერე თავი დავანებე, მერე ისევ დავიწყე და მივხვდი, ეს იყო საშინელება, ამიტომ 5 წელია აღარ ვეწევი. პლასტიკური ქირურგიისთვისაც მიმიმართავს, მაგრამ სწორად უნდა შეარჩიო ექიმი და ნორმის ფარგლებში უნდა მოხდეს პლასტიკური ქირურგის ჩარევა. ეს არც უნდა შეგეტყოს და თავიც უფრო კარგად უნდა იგრძნო.

- თქვენ რომელ პლასტიკურ ქირურგს მიმართეთ და რა პროცედურა ჩაიტარეთ?

- ივა კუზანოვმა გამიკეთა ყელის და ოვალის ლიფტინგი. სწორედ ივამ მითხრა, მოწევას თავი დაანებეო და ეს კარგი საბაბი იყო მავნე ჩვევის გადასაგდებად.

- ყოველდღიურად ვარჯიშობთ?

- ყოველდღიურად ვარჯიშს ვერ ვახერხებ, მაგრამ კვირაში სამჯერ დავდივარ სავარჯიშოდ. ასევე, ყოველ ზაფხულს ერთი თვე მაინც ვარ ზღვაზე და ყოველდღე ვცურავ. მიყვარს წყალი.

- ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბიორევიტალიზაციის და ბოტოქსის გაკეთება, რას ფიქრობთ ასეთ პროცედურებზე?

- კარგია ბიორევიტალიზაცია, 30 წლის ზემოთ ყველამ უნდა გაიკეთოს ბიორევიტალიზაცია. რაც შეეხება ბოტოქსს, ბოტოქსიც კარგია, რევოლუცია მოახდინა კოსმეტიკაში, ოპერაციები გადადო 10-15 წლით. საქართველოში გაგებაში არ იყვნენ, 96 წელს გავიკეთე პირველად ამერიკაში ბოტოქსი. პროფესიონალმა ექიმმა ზუსტად იცის, რა წერტილში გაგიკეთოს, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ პროფესიონალიზმი გვაკლია ყველა სფეროში.

- დიეტა არასდროს დაგიცავთ?

- ცხოვრებაში დიეტა არ დამიცავს. 50 წლის როცა გავხდი, მივხვდი, მეტაბოლიზმი აღარ მქონდა. ბევრს არასდროს ვჭამდი, ბავშვობიდან 20-21 წლის ასაკში გავაანალიზე, როგორ უნდა ვიკვებო სწორად. დილას ვიწყებ წყლით, მერე მივირთმევ ხილს, ხაჭოს და ამის შემდეგ ვსვამ ყავას რძით.

ბევრი წყალი და სწორი კვება აუცილებელია. ყოველდღე ვჭამ ხილს, ბოსტნეულს და ცილას. მოხარშული და მკვდარი საჭმელი სასარგებლო არ არის. უჯრედისი ყოველდღიურად უნდა მივიღოთ. როგორც კი ბევრ პურს და ნამცხვარს მივირთმევ, პლიუსი მაქვს წონაში, ამიტომ შეზღუდული მაქვს. ქალს როცა წლები ემატება, წონაშიც იმატებს, მცირდება ნივთიერებათა ცვლის დონე, ამიტომ მუდმივად უნდა აკონტროლო საკუთარი წონა.

- მაკიაჟის მავნე ზემოქმედებისგან როგორ იცავთ კანს?

- ხარისხიანი კოსმეტიკა უნდა გამოიყენო. სანამ "მეიკაპს" გაიკეთებ, დამცავი უნდა წაისვა. უმჯობესია, იყიდო ხარისხიანი კოსმეტიკა, ან საერთოდ არ წაისვა. უხარისხო კოსმეტიკა ყველაფერს აზარალებს. ისეთი დროა, ყველაფერი დევს ინტერნეტში, ამიტომ ვუყურებ როგორ გავიკეთო სწორად მაკიაჟი. მაკიაჟით არ უნდა დაიძინო, საღამოს უნდა გაიწმინდო კანი და დამატენიანებელი წაისვა. ერთ საიდუმლოს გაგანდობთ, მე ბევრს ვკითხულობ და ერთი საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე, კარგია, თუ ძილის წინ C ვიტამის დალევთ, განსაკუთრებით მოზარდები, რადგან ადამიანის რეგენერაცია სწორედ ძილში ხდება. აუცილებელია, მოზარდმა ადრე დაიძინოს და დიდხანს ეძინოს, რადგან ამ დროს იზრდება. რაც შეეხება მოწევას, დაუშვებელია მოზარდისთვის მოწევა, დამტკიცებულია, მწეველი მოზარდების სიმაღლე 4 სმ-ით ნაკლებია.

- რა თანხა გეხარჯებათ თავის მოვლაში?

- პოპულარობა ხელს გიწყობს, რაღაცები უფასოდ გქონდეს. ბარტერი მაქვს, ერთ-ერთი კლინიკის სახე ვარ, სადაც სხვადასხვა პროცედურებს ვიტარებ კვირაში ერთხელ.

- ახლა ზაფხულია, წელიწადის ამ დროს მანდილოსნები განსაკუთრებულად ცდილობენ ლამაზად გამოიყურებოდნენ, რა რჩევებს მისცემთ გოგონებს, ვისაც სურს, მოდურად გამოიყურებოდეს?

- ზაფხულია და ტრენდულია თეთრი ფეხსაცმელი, ქოშები, ნეონის ფერი შეიტანეთ თქვენს ჩაცმულობაში. მაღალწელიანი შარვლები, ფერადოვნება... იმდენად ლიბერალურია დღევანდელი მოდა, ადვილია, იყო მოდური. რაც გინდა, ის ჩაიცვი. მთავარია, მიიღოთ ბევრი ინფორმაცია ინტერნეტიდან და შემდეგ იმუშაოთ სარკესთან, ხანდახან უგემოვნოდ ჩაცმულ ადამიანს როცა ვხედავ, ვფიქრობ, რატომ ხდება ასე, მაგრამ მივხვდი, ყველა თავისებურად აღიქვამს სილამაზეს. ფული არაა საჭირო იყო გემოვნებიანი. დღეს თან დიდი საშუალებაა ამისთვის, ყველა კუთხეში არის იაფიანი მაღაზიები, ასევე მეორადები, სადაც შეგიძლია გემოვნებიანად ჩაიცვა. არასოდეს იყიდოთ უხარისხო სამოსი. ყველაზე მოდური ახლა არის კოტონი და ტილო. ეს კომბინაცია ძალიან უხდება ზაფხულს. ბოტასები ისევ მოდაშია ყველაფერზე.

- თქვენ ყიდულობთ მეორადებში სამოსს?

- რა თქმა უნდა და ამაზე საკუთარი ბლოგიც გავაკეთე.

- ვის მიიჩნევთ საქართველოში დახვეწილი სტილის მქონე პოლიტიკოსად?

- სამწუხაროდ, ქართველ პოლიტიკოსებს არ აქვთ იმის კულტურა, რომ აიყვანონ პერსონალური სტილისტი, რომელიც მათ იმიჯზე იზრუნებს. ამ კუთხით ვთანამშრომლობ რამდენიმე ოჯახთან და თუ ვინმეს აქვს სურვილი, მზად ვარ ყველასთან ვიმუშაო.

ნანი ბრეგვაძის საარქივო ფოტოები მისი ოფიციალური "ინსტაგრამგვერდიდან" - როგორ აღინიშნება დიდი მომღერლის 85 წლის იუბილე?

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება (ფოტო)