ავტორი:

რა ხდებოდა წერეთელზე, სადაც მძღოლმა ჯერ ქვეითი გაიტანა, შემდეგ კი "მარშრუტკას" დაეჯახა - თვითმხილველის ვიდეოკადრები

რა ხდებოდა წერეთელზე, სადაც მძღოლმა ჯერ ქვეითი გაიტანა, შემდეგ კი "მარშრუტკას" დაეჯახა - თვითმხილველის ვიდეოკადრები

წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, „ოპელის“ მარკის ავტომობილი ჯერ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, ამის შემდეგ აღნიშნული მანქანა ყვითელ მიკროავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსში მყოფი მგზავრი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ნახეთ ვიდეო: რა ხდებოდა წერეთელზე, სადაც მძღოლმა ჯერ ქვეითი გაიტანა, შემდეგ კი "მარშრუტკას" დაეჯახა და იქ მჯდომი მგზავრის დაშავება გამოიწვია - თვითმხილველის გადაღებული კადრები

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო