ავტორი:

ხმაური "რეაქციის" პავილიონთან - მინისტრი ტელევიზიაში შეძახილებით "გახარია წადი" შეაცილეს

ხმაური "რეაქციის" პავილიონთან - მინისტრი ტელევიზიაში შეძახილებით "გახარია წადი" შეაცილეს

დიღომში, პოლიტიკური თოქშოუ "რეაქციის" პავილიონთან, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

გადაცემა "რეაქციის" სტუმარი შს მინისტრი,გიორგი გახარიაა.

აქციის მონაწილეებმა მინისტრი გადაცემაში ხმაურითა და შეძახილებით "გახარია წადი" შეაცილეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გახარიამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეს მომხდარ ფაქტზე და უნდა დატოვოს თანამდებობა. მათი თქმით, მოქზლაქე გიორგი გახარიას არაფერს ერჩიან, უბრალოდ ურჩევენ, რომ როგორც მინისტრმა ისე აიღოს პასუხისმგებლობა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ანა სუბელიანია თქმით, გახარიას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს მედიამაც, რადგან ყოველ სატელევიზიო ეთერში 20 ივნისის აქციის თაობაზე ის თავს იმართლებს.

დღევანდელ აქციას უერთდებიან სამოქალაქო საზოგადოებისა და "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, გახარიას განცხადებებების კეთების უფლება არ აქვს და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები