ავტორი:

"ფეისბუქი" 5 მილიარდი დოლარით ჯარიმდება

"ფეისბუქი" 5 მილიარდი დოლარით ჯარიმდება

ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელი ორგანო „ფეისბუქს“ 5 მილიარდი დოლარით აჯარიმებს. საქმე ეხება Cambridge Analytica-ს სკანდალურ საქმეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ, რომელიც ამ საქმის გამოძიებას გასული წლის მარტიდან აწარმოებს, დაასკვნა, რომ ლონდონში რეგისტრირებულმა საკონსულტაციო ფირმამ Cambridge Analytica-მ "ფეისბუქისგან" კანონის დარღვევით მიიღო სოციალური ქსელის 87 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები, რომლებიც შემდეგ გამოიყენა თავისი პოლიტიკური კლიენტების ინტერესების შესაბამისად.

ამ კვირაში გადაწყვეტილება მოიწონა კომისის ხუთიდან სამმა წევრმა.

თავად „ფეისბუქს“ და ფედერალურ სავაჭრო კომისიას, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. მედია ვარაუდობს, რომ ინფორმაციას ოფიციალურად მომავალ კვირაში გამოაქვეყნებენ. თუ აღნიშნული დადასტურდება, ეს იქნება ყველაზე დიდი ჯარიმა, რომელიც ოდესმე გადაუხდია ტექნოლოგიურ კომპანიას ფედერალური სავაჭრო კომპანიისთვის.

ჯარიმის ამ ოდენობის გაჟონვისთანავე „ფეისბუქის“ აქციების ფასმა 1,8 პროცენტით მოიმატა. უმსხვილესი სოციალური ქსელის ანალიტიკოსები წინასწარ ვარაუდობდნენ, რომ დაახლოებით 5 მილიარდამდე ჯარიმის გადახდა მოუწევდათ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე