ავტორი:

5 წლის ბიჭი პოლიციამ ავტომობილის მართვის დროს "გამოიჭირა" - "თქვა, რომ კალიფორნიაში ლამბორჯინის საყიდლად მიდიოდა"

5 წლის ბიჭი პოლიციამ ავტომობილის მართვის დროს "გამოიჭირა" - "თქვა, რომ კალიფორნიაში ლამბორჯინის საყიდლად მიდიოდა"

ამერიკაში, იუტას შტატში მცხოვრებმა 5 წლის ადრიანმა თავისი ოჯახის მანქანა ჩუმად წაიყვანა. ბიჭუნა პოლიციელებმა ავტობანზე გამოიჭირეს. ამის შესახებ BBC წერს.

საპატრულო ეკიპაჟმა შენიშნა, რომ ერთ-ერთი ავტომობილი უჩვეულოდ გადაადგილდებოდა და მოძრაობის წესებს არღვევდა. პატრულმა ავტომობილი გააჩერა და ის შოკში ჩავარდა, როცა აღმოაჩინა, რომ მანქანას პატარა ბიჭი მართავდა. ბიჭმა პოლიციელს უთხრა, რომ ლამბორჯინის საყიდლად მიდიოდა.

  • ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ მართავს 5 წლის ბიჭუნა ავტომობილს
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/HHT7i-4bEuI" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

მისი თქმით, სახლიდან წამოვიდა მას შემდეგ, რაც დედამ უარი უთხრა ლამბორჯინის ყიდვაზე. არ იფიქროთ, რომ 5 წლის ბავშვი სათამაშო მანქანას ითხოვდა, მას სურდა, რომ 180 000 დოლარის ღირებულების ლამბორჯინის მოდელი ეყიდათ მისთვის მშობლებს.

"მან გადაწყვიტა მშობლების მანქანა წამოეყვანა, წასულიყო კალიფორნიაში და ლამბორჯინი თავად ეყიდა“, - წერს იუტას პოლიციის განყოფილება "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე. ბიჭს ჯიბეში 3 დოლარი ჰქონდა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">One of our Troopers in Weber Co. initiated a traffic stop on what he thought was an impaired driver. Turns out it was this young man, age 5, somehow made his way up onto the freeway in his parents&#39; car. Made it from 17th and Lincoln in Ogden down to the 25th St off-ramp SB I-15. <a href="https://t.co/3aF1g22jRB">pic.twitter.com/3aF1g22jRB</a></p>&mdash; Utah Highway Patrol (@UTHighwayPatrol) <a href="https://twitter.com/UTHighwayPatrol/status/1257384715998441477?ref_src=twsrc%5Etfw">May 4, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

პოლიციელები, რომლებიც ბიჭს უკან მიჰყვებოდნენ, თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ავტომობილს მთვრალი მძღოლი მართავდა.

როგორც გაირკვა, ბიჭის მშობლები ორივე სამსახურებში იყვნენ, ბავშვი კი უფროს ბიძაშვილთან ჰყავდათ დატოვებული. პოლიციელები კიდევ ერთხელ აფრთხილებენ მშობლებს, რომ ავტომობილის გასაღები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის.

მომხდარი ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსი კიდევ 17 სასულიერო პირს დაუდგინდა

რა სკანდალები უკავშირდება უხანის ლაბორატორიას - უცნობი ფაქტები და ფოტოები ადგილიდან, რომელსაც COVID-19-ის გავრცელებაში ადანაშაულებენ

რუსი მილიარდერის თვითმკვლელობა - პუტინთან და მიშუსტინთან დაახლოებული ოლიგარქი, რომელსაც 90-იანებში ივანიშვილთან საერთო ბიზნესი ჰქონდა