ავტორი:

კაცმა თავშესაფრიდან ძაღლი გამოიყვანა და მას ნამდვილი სახლი მოუწყო - დაათვალიერეთ "ბასტერის ბუდუარი"

კაცმა თავშესაფრიდან ძაღლი გამოიყვანა და მას ნამდვილი სახლი მოუწყო - დაათვალიერეთ "ბასტერის ბუდუარი"

რას არ ვაკეთებთ საყვარელი შინაური ცხოველისთვის - დილის ექვს საათზე სასეირნოდ მიგვყავს, მისთვის ყველაზე ხარისხიან საკვებს ვეძებთ, შესაძლოა, ღამეც კი გავათენოთ, თუ ის ავად გაგვიხდა და ა.შ.

შონ ფარელმა კი გადაწყვიტა, რომ მისი ძაღლი, ბასტერი, საკუთარ ჭერს იმსახურებდა და მისთვის სახლის გაკეთებას შეუდგა.

შონმა 12 წლის მაშველი ბულტერიერი, სახელად ბასტერი, თავშესაფრიდან აიყვანა, თუმცა, ცხოველი მის მიმართ უნდობლობას გამოხატავდა. როგორც შონი ამბობს, ეს მისი წარსულის, საკმაოდ რთული ცხოვრების დამსახურება იყო.

ამიტომ, პატრონმა იფიქრა, რომ ცალკე კუთხე ცხოველს შეჩვევასა და განმარტოებით ყოფნაში დაეხმარებოდა.

ერთი "მაგრამ" მაინც არსებობდა - ამ დრომდე, შონს საკუთარი ხელით არაფერი შეუქმნია, მაგრამ, თუ ძაღლის სახლის საბოლოო ვარიანტს შეხედავთ, ვერავინ იფიქრებს, რომ ეს შონის პირველი მცდელობა იყო.

მოსიყვარულე პატრონმა სახლს სახელიც დაარქვა - "ბასტერის ბუდუარი" (Buster Boudoir) აქ ყველაფერია კომფორტული ცხოვრებისთვის - ვენტილაცია, საწოლი, ყვავილები, სათამაშოები და სურათებიც კი. საერთო ჯამში, შონმა ბასტერის სახლის მოსაწყობად 130 დოლარი დახარჯა წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ფოტოები

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ