ავტორი:

5 ქვეყანა, სადაც ციფრული მომავალი უკვე დადგა - როგორ ცხოვრობენ იქ, სადაც ყველა მოქალაქეს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი აქვს

5 ქვეყანა, სადაც ციფრული მომავალი უკვე დადგა - როგორ ცხოვრობენ იქ, სადაც ყველა მოქალაქეს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი აქვს

რომელი ქვეყნის ინტერნეტის სიჩქარის შეიძლება შეგვშურდეს? სად დავარეგისტრირებთ კომპანიას ყველაზე სწრაფად და შევიძენთ მობილურის ადგილობრივ ნომერს სახლიდან გაუსვლელად? სად შეგვიძლია ვაწარმოოთ ჩვენი ბიზნესი ისე რომ, საძინებელი ოთახი არც დავტოვოთ. ჩვენ მოგიყვებით იმ ქვეყნების შესახებ, სადაც ციფრული მომავალი უკვე დადგა. იმისთვის, რომ გაჩვეცნოთ, რომელი ქვეყნების დგას ახალი თაობის საკომუნიკაციო საშუალებების ავანგარდში, InterNations-ის ექსპერტების გლობალურმა თანამეგობრობამ გამოაქვეყნა ანგარიში Digital Life Abroad.

ესტონეთი

რეიტინგში ეს ქვეყანა პირველ ადგილს იკავებს და ლიდერობს ისეთ კატეგორიებში როგორიც არის ინტერნეტთან თავისუფალი წვდომა და საჯარო მომსახურების მიღება ოლაინ რეჟიმში. მას შემდეგ, რაც ესტონეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საბჭოთა კავშირს გამოეყო, ამ ქვეყანაში აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

ხელისუფლების მიერ დაფინანსებული პროგრამა e-Estonia მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს არჩევნებში ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში განახორციელონ. გარდა ამისა, მოსახლეობა ონლაინ-ბანკინგისა და ონლაინ-ჯანდაცვის მომსახურებასაც კი სთავაზობს, ამასთანავე ის სხვა ქვეყნის მოქალაქეებს e-residency-ის მიღებისა და თავისი კომპანიის დარეგისტრირების შესაძლებლობასაც აძლევს. პროგრამა e-Estonia დღეს „ციფრული მომთაბარეებისა“ და უცხოელი ბიზნესმენების ყურადღებას იქცევს იმით, რომ მათ ევროკავშირის ქვეყანაში თავისი ბიზნესის დარეგისტრირების შესაძლებლობას აძლევს.

„აქ ესტონეთში ინტერნეტთან წვდომა ადამიანის ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად მიიჩნევა. ამ ქვეყანაში კუნძულებზეც კი არის ინტერნეტი“- განმარტა „ბიბისი“-სთან საუბრისას ავსტრიელმა მეწარმემ, რომელიც ახლა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ცხოვრობს. ადგილობრივი მცხოვრებლების განმარტებით, ინტერნეტთან მსგავსი ინტესივობის წვდომის გამო ქვეყანაში სატელეფონო ზარების განხორციელებაც კი უკვე მოძველებულად ითვლება. თუმცა ციფრულ მოწყობილობებზე მსგავსი ტოტალური გადასვლა საკუთარ თავში საფრთხესაც შეიცავს, რადგან ჯერ კიდევ 2007 წელს ესტონეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელზეც კიბერთავდასხმა განხორციელდა, შედეგად დაიბლოკა ინტერნეტ-საიტები და მოახდინა მთელი ციფრული ინფრასტრუქტურის პარალიზება. არ მუშაობდნენ საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონებიც კი.

ფინეთი

ფინეთი სტაბილურად მაღალ პოზიციებს იკავებს 5-იდან 4 კატეგორიაში და პირველია ანგარიშსწორებაში ნაღდი ფულის გარეშე. ინტერნეტი ქვეყნისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ 2010 წელს ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა, რომ ფინეთის ყველა მოქალაქეს აქვს მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის უფლება. შესაბამისად, ფინეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც ინტერნეტთან მიმართებით ასე მოიქცა.

„მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი კომბინაციაში სიტყვის თავისუფლებასთან ჩვენს ეკოსისტემას უფრო სიცოცხლისუნარიანსა და უსაფრთხოს ხდის“- ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ადგილობრივების თქმით, ინტერნეტთან წვდომა აქვს ყველას, რაც სწავლისა და ცოდნის შეძენის ერთნაირ შესაძლებლობას უქმნის ყველას. საჯარო მომსახურებებზე მარტივი ინტერნეტ წვდომა და ბევრი მომსახურების ავტომატური თარგმნა სხვა ენაზე ამ ქვეყანაში ჩასულ უცხოელებს ცხოვრებას მნიშვნელოვნად უმარტივებს.

ამასთანავე, საინტერესოა, რომ მიუხედავად ინტერნეტთან გამარტივებული წვდომისა, ფინელების უმეტესობა სოციალურ ქსელებსა და ზოგადად ინტერნეტზე ავადმყოფური დამოკიდებულება სულაც არ აქვთ. პირიქით, ისინი განსაკუთღებულ ყურადღებას უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობას და ამისთვის აუცილებელ ფიზიკურ აქტივობებს. წაიკითხეთ სრულად

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე