ავტორი:

პარლამენტის წინ აქცია განახლდა

პარლამენტის წინ აქცია განახლდა

პარლამენტის წინ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია განახლდა. დღეს აქციის ორგანიზატორები შეკრებულებს ტრადიციულად სიტყვით მიმართავენ.

პარალელურად, „ფლი მარკეტი იმართება, რომელზეც 40-მდე სტარტაპერი თავისი პროდუქციის რეალიზაციიდან შემოსული თანხის 20%-ს აქციების ორგანიზებისათვის გამოყოფილ ანგარიშზე ნებაყოფლობით ჩარიცხავს.

აქციის ორგანიზატორების განმარტებით ისინი პროტესტს გააგრძელებენ მანამდე, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა - გიორგი გახარიას გადადგომა არ დაკმაყოფილდება.

„25 დღის განმავლობაში ჩვენი ანგარიშის ნომერი საჯაროა და ნებისმიერ ადამიანს და გულშემატკივარს აქვს საშუალება, ჩაგვირიცხოს თანხა და დაეხმაროს აქციას, რათა ფინანსურად იყოს ორგანიზებული. დღეს გადავწყვიტეთ ჩავატაროთ "ფლი მარკეტი", სადაც 40-ამდე კომპანია და სტარტაპერი იღებს მონაწილეობას ისინი გაყიდიან თავიანთ ხელნაკეთ პროდუქციას, ანტიოკუპაციური სიმბოლიკის აქსესუარებს და შემოსული თანხის 20% ნებაყოფლობით იქნება ჩარიცხული აქციის საორგანიზაციო ჯგუფის ანგარიშზე", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თათუშა არველაძემ.

ნახეთ მეტი ფოტო

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები