ავტორი:

თვალზეხელაფარებული პროტესტი - რა მოხდა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მიუნხენში

თვალზეხელაფარებული პროტესტი - რა მოხდა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მიუნხენში

მიუნხენში პრეზიდენტთან შეხვედრის ორმა მონაწილემ თვალზე ხელი აიფარა და 20 ივნისს საქართველოში მომხდარი გააპროტესტა. ფოტო „ფეისბუქზე“ თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა გაავრცელა.

„არაფერი პირადული, უბრალოდ ძნელია მშვიდად ისაუბრო როდესაც ხელისუფლების მიერ თვალგამოთხრილი გოგონა, შეხვედრის ადგილიდან არც თუ ისე შორსაა ამ ქალაქშივე. ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც მისი ქმედებები მოალაქეებს აზიანებს. ჩვენ გვსურს ჩვენს შვილებს შეეძლოთ პროტესტი გამოთქვან და ამის გამო მათ მთავრობამ თვალები არ დათხაროს. სხვა ყველაფერზე შეიძლება კამათი. სოლიდარობა ყველას, ვინც გულწრფელად აპროტესტებს!“ - წერს მირიან გამრეკელაშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია გერმანიაში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები