ავტორი:

"ვერ იგებთ, ჩამოსულმა როგორ მივაღწიე წარმატებას, ესაა, რასაც არ მპატიობთ" - რას პასუხობს ნანუკა ჟორჟოლიანი ქალს, რომელიც მის შვილს აკრიტიკებს

"ვერ იგებთ, ჩამოსულმა როგორ მივაღწიე წარმატებას, ესაა, რასაც არ მპატიობთ" - რას პასუხობს ნანუკა ჟორჟოლიანი ქალს, რომელიც მის შვილს აკრიტიკებს

ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქ-მომხმარებელს", რომელმაც ტელეწამყვანის ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე, 20-21 ივნისის ღამის მოვლენების საპროტესტო აქციაზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა, "ფეისბუქით" პასუხობს:

"როგორც წესი, არ ვპასუხობ მარიამის თემებს, დიდია და თავად მიხედავს კრიტიკასაც, მის ბრძოლასაც და მის გზასაც, მაგრამ აქ იმდენჯერ მახსენეს, უნდა გიპასუხოთ.

როგორ არ გავბოროტდით, ქალბატონო. ერთმანეთს ვესროლეთ მაგ 90-ებში, დედალაქში ომი გავაჩაღეთ, მერე აფხახეთი და ოსეთი დავკარგეთ და ამ თაობას თუ 90-ები არ მოსწონთ, ნუ გწყინთ. დრო როდესაც მოდაში კაიფი იყო, მხედრიონი და უბნური დაპირისპირებები და როცა იმ დროზე ვამბობთ "თბილისი იყო ურთიერთობები", ამ თაობას რომ არ ესმის, ნურც ეგ გიკვირთ.

მარიამი საფრანგეთში დაფინანსებით სწავლობს. ისე, როგორც მისი მეგობრების 80%. ასეა ეს თაობა. გავლენიანი ბაბუების და ბებიების გარეშე ხვდებიან უნივერსიტეტებში, იქ სადაც ვერ ჩააწყობ. და იმ დროის ხიბლიც, რომელსაც მისტირით, ეგ იყო. გავლენიანები და "ინწელიგენტები" ცხოვრობდნენ კარგად. ძალიან გულწრფელები ხართ, როცა მარიამს გართობას ურჩევთ აქციების ნაცვლად. ასე იყო მაშინაც. როცა სოხუმს ვკარგავდით, თბილსში ქორწილებს იხდიდნენ. ესეც თქვენი 90-ები.

თქვენი, ჩემს მიმართ მიუღებლობაც მაქედან მოდის. არავის შვილიშვილი ვარ, არც არავის შვილი. ვერ იგებთ ჩამოსულმა როგორ მივაღწიე წარმატებას. ესაა რასაც არ მპატიობთ, მაგრამ ეგაა ჩემი მთავარი "ხიბლიც", წყალტუბოც იყო ურთიერთობები, სადაც ადამიანებს მშობლების გამო არ ლანძღავდნენ.

მარიამ, შენ კიდე არ იცი, რა საშინელება იყო 90-ების საქართველო და ვინც იმ დროს მისტირის, არის უკან, სადაც თქვენ არასოდეს არ უნდა მიიხედოთ", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

აი, რას წერდა ქალი, რომლის კომენტარსაც ტელეწამყვანი გამოეხმაურა:

"როგორ ტეხავს არაა? 90-ები რომ გაქვს გავლილი. ჰო, მოხდა ასე: გავიარეთ, მერე რა. არ იყო კარგი, მაგრამ უარესებიც გაუვლია ჩვენს ბებია-ბაბუებს, იმათ ბებია-ბაბუებს... მეგობრები დავკარგეთ, თბილისის ცენტრში ტყვიები ვნახეთ, სიბნელეს შევეჩვიეთ, კარაქის ტალონს მოვესწარით, პურის რიგები კოცონზე... "სუხოი სპირტზე" მოდუღებული ყავა... გამაჩერეთ თუ ვამეტებ. და არ გავბოროტდით, არ გადავშენდით, არ შევჭამეთ მაშინ ერთმანეთი. სტრესიც მიყუჩდა და გავაგრძელეთ ცხოვრება მოვედით დღემდე და ვინმე ბავშვი (თუმცა ბავშვი ვიცი მე - ბაღში და სკოლაში!), რომელიც საფრანგეთში სწავლობს (ღმერთმა ხელი მოუმართოს) იმის მაგივრად - ტოლებთან ერთობოდეს და ტკბებოდეს ყველაზე მაგარი წლებით, დგას რუპორით მიტინგზე და ტატყანებს - "რაღაც თბილისი იყო ურთიერთობა"-ზე, გვაძახებს იმ 90-ებს. რომლის დროსაც ამხელა ახალგაზრდების მშობლები შეშის ფეჩთან აშრობდნენ ამათ "პადგუზნიკებს"! სიმწრით რომ გაზრდი შვილს, სულს რომ უბერავ, ყველაფერს რო ჩადებ მის განათლებაში, გული რომ გიკანკალებს შიშით - გარეთ გასულს რაიმე ცუდი არ დაემართოს. რომ გაიზრდება შემოგიბრუნდება და მიტინგზე რო წამოგაძახებს. მერე ამას ვიღაცა საინფორმაციო რომ აქ დადებს და წააწერს: "ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა თქვა"...

თითი გაანძრიოს ჯერ ნანუკას ქალიშვილმა ამ ქვეყნისთვის, რაღაცა შექმნას, რომ ნანუკას გოგო-თი კი აღარ მოიხსენიონ, არამედ - საკუთარი თავით იცნონ! და მერე იტიტინოს 90-ებზე... ავად თუ კარგად-ჩემმა თაობამ, იმ წლებში გამოვლილმა გოგო-ბიჭებმა დაგზარდეს, შვილებო! არ გაყვედრით, გახსენებთ ისწავლეთ და გამოადექით ამ ქვეყანას. ჩვენ? რაღა დროს ჩვენ ვართ... კომპიუტერიც იცით და ინგლისურიც. ჰოდა საქმეს მიხედეთ. მიტინგით და აქციით გაგვაკვირვეებთ-ჩვეენ?! ჰოდა ვინ გიშლით იყავით ჩვენზე კარგები და გაგვიხარდება. არ გეჯიბრებით. და მოეშვით ამ "რაღაც თბილისი იყო ურთიერთობა"-ზე ღადაობას. ისწავლეთ, იცინეთ, ბიჭებს გაეპრანჭეთ, ფილმებს უყურეთ, კარგ მუსიკას მოუსმინეთ, იმოგზაურეთ, მეგობრებთან გაატარეთ დრო... კი ნუ გვებრძვით შვილო, - გვაჯობეთ! რაის ლოზუნგი და მიტინგი... მეასეჯერ ვწერ: ეს თაობა სხვანაირად ლაღიაო. გაევლოთ ის, რაც გავიარეთ ჩვენ (მათ წლებში) და მერე ვილაპარაკოთ სილაღეზე. შენიშვნას ყველასგან მივიღებ, მარა აი მარიამ გეგუჩაძისგან - ვერა რაა".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს