მოქმედი პარლამენტი არის ყველაზე ლეგიტიმური, რომ საკონსტიტუციო მოდელი მიიღოს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ყოველი წაგებული არჩევნების შემდეგ ახალ არჩევნებს ითხოვს, მაგრამ მიუხედავად ცალკეული ოპოზიციური ძალების მცდელობებისა, არჩევნები შესაბამის ვადებში ჩატარდება.
"ყოველი წაგებული არჩევნების მერე არის ძახილი, რომ გვინდა ახალი არჩევნები. ეს იგივეა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართოს სამ თვეში ერთხელ, რადგან ბრაზილია ვერ გავიდა ფინალში. არაფერიც არ გამოვა! მით უმეტეს, რომ ისინი ბრაზილიის რანგის გუნდები არ არიან, ისინი, უფრო დაბალი კლასის გუნდები არიან", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, 2012 წელს საპარლამენტო, 2013 წელს კი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. "ეს არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც არის დაგეგმილი, ვინც არ უნდა იხტუნაოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.