აზერბაიჯანელი დეპუტატი საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნას არ გამორიცხავს

აზერბაიჯანელი დეპუტატი საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნას არ გამორიცხავს

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, კონფედერაციული ურთიერთობების შესახებ, ემოციურ ხასიათს ატარებდა და სახელმწიფოთა შორის ახლო ურთიერთობების დემონსტრირება იყო, - აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატმა ასიმ მოლაზადემ განაცხადა.

”დღეს აზერბაიჯანსა და საქართველოს იმდენად ახლო ურთიერთობები აკავშირებთ, რომ მე უფრო მეტი ინტეგრაციისა და საერთო სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს ყველაფერი მომავლის საქმეა. სააკაშვილის სიტყვები კი ამ შემთხვევაში ახლო ურთიერთობების დემონსტრირებას ისახავდა მიზნად, რომელიც სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე საერთო კლიმატს განსაზღვრავს”, - განაცხადა მოლაზადემ.

მისივე თქმით, ეს საკითხი ჯერ ქვეყნებს შორის განსახილველად არ დამდგარა. ”ორი ქვეყნის მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და სტრატეგია მომავალში აზერბაიჯანსა და საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს. ეს, შესაძლებელია, ევროკავშირის ფარგლებშიც მოხდეს”, - აღნიშნა მოლაზადემ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბათუმში, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა ქვეყნებს შორის მეგობრობის უპრეცედენტო მაგალითია. ”საქართველომ და აზერბაიჯანმა კონფედერაციული ურთიერთობები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რადგან ჩვენი ურთიერთობები ჩვეულებრივ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აღემატება",  განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე