ავტორი:

"სააკაშვილის დროს ის რომ მეთქვა, რასაც ვფიქრობდი, ჩემი ქმარი დღეს ციხეში იჯდებოდა" - სალომე გოგიაშვილი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე

"სააკაშვილის დროს ის რომ მეთქვა, რასაც ვფიქრობდი, ჩემი ქმარი დღეს ციხეში იჯდებოდა" - სალომე გოგიაშვილი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე

სალომე გოგიაშვილი წლების განმავლობაში აქტიურად ჩანდა როგორც ტელეკრანზე, ასევე რადიოსივრცეში, მერე კი მედიასივრცეს ჩამოშორდა და საკუთარი საქმე წამოიწყო, თუმცა სოციალურ ქსელებში აქტიურობს, პოლიტიკურ თემებზე გამოთქვამს მოსაზრებებს.

- სალომე, ვიცით, რომ მეგობართან ერთად ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდი შექმენით, მოდის ბიზნესში ჩაერთეთ, ტელეკრანზე დაბრუნებას აღარ აპირებთ თუ არ გაქვთ შემოთავაზებები?

- ორი ტელეარხიდან მქონდა შემოთავაზებები, ერთ-ერთი იყო ინტერნეტ-ტელევიზია, მაგრამ ეს საქმეები ჩაიშალა. მერე მეც რაღაცნაირად მოვეშვი, მაგრამ ახლა სულ მიტრიალებს თავში, რომ რაღაც გავაკეთო. ვფიქრობ ინტერნეტ-ტელევიზიაში საკუთარი გადაცემა მქონდეს.

- ქმარიც ბიზნესმენი გყავთ, თქვენც ბიზნესი წამოიწყეთ. როგორ აისახება თქვენს საქმიანობაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები?

- არ მგონია, ვინმეს ბიზნესში რაიმე პრობლემა შექმნოდა.

- ბიზნესს ცუდად დაარტყა ლარის გაუფასურებამ...

- ლარის გაუფასურება ყოველთვის იყო. უბრალოდ ახლა ხალხს თავისუფლება მიეცა, რომ პოსტები წერონ სოციალურ ქსელში. გამოვიდნენ რაღაც აქციაზე, იყვირონ. მიშა სააკაშვილის დროსაც ხდებოდა ეს, მაგრამ ყველას ისე ეშინოდა და მათ შორის მეც, რომ ტელეფონებს მეორე ოთახში ვტოვებდით და ისე ვლაპარაკობდით ან ტელეფონებში სახელებს არ ვახსენებდით. გაჭირვება მაშინაც იყო.

- კონკრეტულად თქვენ რისი გეშინოდათ?

- მე რომ მეთქვა ის, რასაც ვფიქრობდი და რაც მაწუხებდა, ჩემი ქმარი დღეს ციხეში იჯდებოდა. არ იყო გამორიცხული, იმ საცოდავი ბიჭების სიაში მოხვედრილიყო, რომლებიც დაიჭირეს. დღეს ასე არ ისჯებიან. ხალხს თავისუფლება მიეცა, რაც ვთვლი, რომ ახლანდელი ხელისუფლების ძალიან დიდი შეცდომაა. მივხვდი, რომ ქართველი ადამიანისთვის თავისუფლება არის ღრეობა ანუ ღრეობაში გადადიან.

მოგეცი თავისუფლება, პირველ რიგში სიტყვის თავისუფლება. მოგეცი უფლება გააკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ იმის ნაცვლად რაღაც ზღვარი დაიცვან, მაინც უკმაყოფილოები არიან. ამ მთავრობასთან ძალიან ბევრი შენიშვნა მაქვს. წაიკითხეთ სრულად

სალომე გოგიაშვილის სამსართულიანი სახლი აუზითა და კინოთეატრით - "სახლში პერიოდულად ცვლილებები უნდა შეიტანო, ერთი და იგივეს ყურება მოსაბეზრებელია"

ზაზა ფაჩულიას საახალწლო სამზადისი - კალათბურთელის დიდი ოჯახის სადღესასწაულო ფოტოები

მდიდრული სახლები, საახალწლო განათებები, ოჯახური შეკრებები და ზღაპრული სამყარო - როგორ ხვდებიან ვარსკვლავები დღესასწაულს (ფოტოები)