ავტორი:

"მომღერლობას გავაგრძელებ მსოფლიო სცენებზე!" - რას ჰყვება უკნაინულ "ვოისში" გამარჯვებული  ალექსანდრე ზაზარაშვილი და რა გეგმები აქვს

"მომღერლობას გავაგრძელებ მსოფლიო სცენებზე!" - რას ჰყვება უკნაინულ "ვოისში" გამარჯვებული  ალექსანდრე ზაზარაშვილი და რა გეგმები აქვს

12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული საბავშვო „ვოისის“ 2019 წლის გამარჯვებულია, ამ პატარა ბიჭმა უზარმაზარი პუბლიკის მოხიბვლა და ურთულეს კონკურსში გამარჯვება შეძლო. ალექსანდრეს საკონკურსო ციებ-ცხელებას ჩვენ თვალყურს ვადევნებდით და პერიოდულად გაწვდიდით მასზე ინფორმაციას. ამიტომ ნიჭიერ ბიჭუნას ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს.

ალექსანდრე გამაჯვების შემდეგ AMBEBI.GE-სთან ახლა უკვე ემოციის გარეშე აფასებს და აანალიზებს იმ მნიშვნელოვან ამბავს, რაც მის ცხოვრებაში მოხდა. ჩვენ მას ბულგარეთში დავუკავშირდით.

რატომ არ ეგონა, რომ გაიმარჯვებდა, რა იყო მისი გამარჯვების მთავრი მიზეზი და რა სამომავლო გეგმები აქვს უკრაინის ქართველ ხმას.

„ის, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ბევრ რამეს ნიშნავს, ეს არის ის რაღაც, რითაც დავამტკიცე, რომ მე ეს შემიძლია! მანამდე ძალიან ბევრჯერ ვცადე, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, არ გამომივიდა. ახლა კი უკვე გამომივიდა და ვარ გამარჯვებული!

ეს ისეთი პროექტია, რომელში მონაწილეობაც ურთულესია. ამ შოუს კონკურსანტებს რომ ვხდებოდი, მათგან ვიგებდი, რომ ქასთინგებზე 4 წელი უვლიათ, რომ პროექტში მოხვედრილიყვნენ.

ვფიქრობ, ჩემი გამარჯვების მთავრი მიზეზი ის არის, რომ საკუთარი უნარებით, ხმით და ვოკალური მონაცემებით დავამტკიცე, რა შემიძლია!.. პირველ ტურში მე თვითონ ვარჩევდი, რა უნდა მემღერა, შემდეგ ტურებზე უკვე მენტორებთან ერთად.

როგორც ადრეც გითხარით, არ მეგონა, თუ გავიმარჯვებდი, რასაც კონკურსანტებთან საუბარი ამძაფრებდა, რადგან მათგან ვიგებდი, რომ ძალიან რთული იყო მასში მონაწილობა. სირთულე ისიც იყო, რომ სხვა ქვეყნიდან ვიყავი ჩასული, თან, პირველად ვიყავი იქ. მართლა არ იყო მარტივი.

ჯერ კიდევ არ მაქვს კარგად გააზრებული, რაც მოხდა, რომ ამ პროექტის გამარჯვებული ვარ", - გვეუბნება ალექსანდრე. ის საკუთარ თავში ერთი დიდ პლუსად იმას მიიჩნევს, რაც ძალიან მოსწონს კიდეც, რომ არ არის ერთფეროვანი და ბევრ ჟანრს ირგებს, მათ შორის, ფოლკლორს, კლასიკას.

„ვმღერი ასევე ოპერას, კლასიკურ მუსიკას, სადაც დიდი წარმატება მაქვს. ცოტა ხანში ამერიკაში „კარნეგი ჰოლში“ უნდა გავემგზავრო. ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზე, რომელშიც გავიმარჯვების შემდეგ ასე დამასაჩუქრეს. კლასიკურ მუსიკას გორის ვანო მურადელის სახელობის სკოლაში ქალბატონ მაყვალა ხორბალაძესთან ვეუფლები. ამ მიმართულებით იტალიაში კონკურსზე „მომავლის ვარსკვალვებში“ ერთხელ უკვე ვიყავი“.

ალექსანდრემ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ საინტერესო შემოთავაზებები მიიღო, მაგრამ თუ რას დასთანხმდა და რა გეგმები აქვს, ამის თქმისგან ჯერჯერობით თავს იკავებს: „ამ კითხვაზე პასუხი საიდუმლოა, რასაც ძალიან მალე გავიგებთ... გამარჯვების შემდეგ უკრაინაში რამდენიმე დღე დავრჩი და მერე დასასვენებლად ბულგარეთში წამოვედი. საქართველოში ჯერ არ ვყოფილვარ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს მალე ჩავიდე, მენატრება ჩემი ქვეყანა. მიყვარხართ ყველა, მადლობა მხარდაჭერისთვის. აგვისტოს ბოლომდე აქ ვიქნები“.

- რას ფიქრობ, რა მიმართულებით აპირებ სამომავლოდ შენი ნიჭის განვითარებას?

- მომღელობას გავაგრძელებ მსოფლიო სცენებზე!

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს