რუსეთსა და აშშ-ს შორის საქართველო უთანხმოების საკითხია

რუსეთსა და აშშ-ს შორის საქართველო უთანხმოების საკითხია

რუსეთსა და აშშ-ს შორის საქართველო უთანხმოების საკითხია. ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის სხდომის შემაჯამებელ დოკუმენტში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

სხდომაზე, რომელსაც მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობდა და სადაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის ასპექტები განიხილებოდა აღინიშნა, რომ ”გადატვირთვის” მიუხედავად, რუსეთსა და აშშ-ს შორის სადავო საკითხები არსებობს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით კი, სადავო საკითხთა ჩამონათვალი ასე გამოყურება: საქართველო, ნატო-ს პრობლემატიკა, ანტისარაკეტო ფარის განთავსებასთან დაკავშირებული გეგმები, ენერგეტიკის, ეკონომიკის და ვაჭრობის სფეროებში არასაკმარისად განვითარებული ურთიერთობა.

ამავე განცხადებაში რუსეთ-ამერიკის ახალი ურთიერთობა დადებითად ფასდება და საუბარია იმ გეგმებზეც, რომელიც საჭიროა ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღარმავებისთვის.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე