ავტორი:

ვინ არის ქართველი, რომელიც Disney-ს კომპანიაში დირექტორად დაინიშნა - მისი მეუღლე ევროპაში აღიარებული ბალერინაა

ვინ არის ქართველი, რომელიც Disney-ს კომპანიაში დირექტორად დაინიშნა - მისი მეუღლე ევროპაში აღიარებული ბალერინაა

Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად კახა აბაშიძე დაინიშნა, ინფორმაციას AT.ge ავრცელებს. კახა აბაშიძე შეითავსებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების, დსთ-ს და ასევე რუსეთის ხელმძღვანელის პოსტებს.

კახაბერ აბაშიძე Walt Disney Company CIS-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მარინა ჟიგალოვა-ოზკანს შეცვლის, რომელიც კომპანიას 13 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

როგორც Disney-ს ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, აბაშიძე კომპანიას 2008 წელს შეუერთდა და არაერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა, კურირებდა კომპანიის საქმიანობას ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2014 წლიდან ის Disney-ის მედიადისტრიბუციის განვითარებაზე საბერძნეთში, იტალიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც მუშაობდა.

უმაღლესი განათლება აბაშიძემ ჯერ საქართველოში მიიღო, ის სამართლის სპეციალისტია. აქვს, ასევე, ჟურნალისტის დიპლომიც. მოგვიანებით კი ლონდონის უნივერსიტეტში საერთაშორისო მენეჯმენტს დაეუფლა.

შთამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს კახაბერ აბაშიძის ცოლსაც - ბალერინა ელენე გლურჯიძე ინგლისის ნაციონალურ ბალეტს 2002 წლიდან შეუერთდა და 2007 წლიდან პრიმას სტატუსს ატარებდა. გლურჯიძე ახლა 45 წლისაა.

წყვილს ერთი შვილი ჰყავს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ