ავტორი:

რეზო გიგინეიშვილი მესამედ დაქორწინდა - რეჟისორის რჩეული მილიონერის ყოფილი ცოლია

რეზო გიგინეიშვილი მესამედ დაქორწინდა - რეჟისორის რჩეული მილიონერის ყოფილი ცოლია

ცნობილი ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი რუსეთში დიდი წარმატებით სარგებლობს და ბულვარული პრესის სასურველი რესპოდენტია. რეზო რუსი ქალების გულთამპყრობელია, მისი პირველი მეუღლე "ვარსკვლავების ფაბრიკის" მონაწილე ნასტია კოჩეტკოვა გახლდათ, წყვილი 2009 წელს დაშორდა. მათ საერთო შვილიც ჰყავთ.

კოჩეტკოვასთან დაშორების შემდეგ, რეზომ ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილზე ნადიაზე იქორწინა და ქორწილი საქართველოში გადაიხადა. 2013 წელს მათ ჯვარი ბოდბეში დაიწერეს, შეეძინათ ქალიშვილი ნინო. ნადია ყველა ინტერვიუში ამბობდა, რომ რეზიკოსთან ბედნიერი იყო, მაგრამ ბედნიერებამ მხოლოდ რამდენიმე წელს გაძლო და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

რეზო გიგინეიშვილი და ნადია მიხალკოვი

ორი წლის წინ, "რეიტინგი" ქართველი რეჟისორის ახალი სიყვარულის შესახებ წერდა. რეზო გიგინეიშვილი მაშინ "კინოტავრის" ცერემონიალზე ნადეჟდა აბალენცოვასთან ერთად გამოჩნდა. აშკარაა, რომ ჭორები 35 წლის ნადეჟდას და 37 წლის რეზოს შესახებ გამართლდა, ისინი უკვე ოფიციალურად დაქორწინდნენ.

რეზო გიგინეიშვილი და ნადეჟდა აბალენცოვა

ჟურნალმა Tatler-მა გუშინ წყვილის ხელის მოწერის ცერემონიალიდან პირველი კადრები გაავრცელა. გამოცემის ცნობით, რეჟისორი მორიგი გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავს და უკვე სტუმრების სიაც შეადგინა. რაც შეეხება ქართველების ახალ რძალს, ის წარსულში ქართველ მოციგურავეზე ანტონ სიხარულიძეზე იყო შეყვარებული, დაქორწინებასაც გეგმავდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში დაშორდნენ....წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს