ავტორი:

ტომ კრუზის მონაწილეობით კოსმოსში მხატვრულ ფილმს გადაიღებენ

ტომ კრუზის მონაწილეობით კოსმოსში მხატვრულ ფილმს გადაიღებენ

NASA, ელონ მასკის კომპანია SpaceX და ტომ კრუზი ერთობლივად კოსმოსში ფილმს გადაიღებენ. როგორც CNN წერს, ტომ კრუზი მზადაა კოსმოსში გაფრინდეს. "დიახ, ეს მოხდება“, - აცხადებენ ნასაში.

CNN-ის ინფორმაციით, NASA-ს ხელმძღვანელმა სამშაბათს დაადასტურა, რომ კოსმოსური სააგენტო მუშაობს მსახიობ ტომ კრუზთან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ფილმის გადაღებაზე.

ცნობილია, რომ ეს იქნება მხატვრული, სათავგადასავლო, მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, თუმცა უფრო მეტი დეტალი ჯერჯერობით არ ხმაურდება. უცნობია, თუ როდის და როგორ იმოგზაურებს ტომი კოსმოსში და კიდევ ვინ იქნება გადამღებ ჯგუფში.

ვიცით ის, რომ გადაღებების ნაწილი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაიმართება.

ტომ კრუზი ექსტრემის მოყვარული მსახიობია და ის იშვიათად იყენებს დუბლიორს. მისთვის როლის შესრულებისას ხიფათის შემცველი მოქმედებების თამაში უცხო არ არის. როგორც ცნობილია, "შეუსრულებელი მისიის" გადაღებებზე ტომი მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობიდან პარაშუტით 106-ჯერ გადმოხტა.

ძმები არველაძეების დაუვიწყარი გართობა სტამბოლში, იახტაზე, ლელა წურწუმიას სიმღერების ფონზე - ახალი ინტერნეტჰიტი

"შეყვარებული ჭირიმე, სხვას უთხოვნია"- ქართული სიმღერა Netflix-ის ახალ თურქულ ფილმში, რომელშიც ქართველებისთვის ცნობილი თურქი მსახიობი თამაშობს

ნიკოლას ქეიჯი მეხუთედ დაქორწინდა - ვინ არის გოგონა, რომელიც ქმარზე 31 წლით უმცროსია