ავტორი:

არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ჟურნალისტებიდან ვინმე ირაკლი ოქრუაშვილთან შევიდოდა გარიგებაში - რას პასუხობს პაატა სალია ირაკლი ოქრუაშვილს

არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ჟურნალისტებიდან ვინმე ირაკლი ოქრუაშვილთან შევიდოდა გარიგებაში - რას პასუხობს პაატა სალია ირაკლი ოქრუაშვილს

ირაკლი ოქრუაშვილმა, სანამ რამეზე ლაპარაკს დაიწყებს, ის უნდა ახსნას, როგორ ასესხა ქიბარ ხალვაშს, წარმატებულ ბიზნესმენს, ჩინოვნიკმა შვიდი მილიონი დოლარი მაშინ, როცა მაღალი თანამდებობის პირი იყო. თუ არ ვცდები, იმ პერიოდში გენერალური პროკურორი იყო, როგორ იყიდა „რუსთავი 2“-ის წილები, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

პაატა სალიას თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი იყენებს გაყალბებულ დოკუმენტს და ყალბი დოკუმენტით გარკვეული სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა, რომ გარკვეული ბერკეტები ჰქონდა, მაგრამ ესეც ძალიან საინტერესო განცხადებაა, როდესაც ჩინოვნიკი იყენებს ბერკეტებს, რომ პირადი სარგებელი მიიღოს. ის ამბობს, რომ მისია „რუსთავი2“ და მისი ფულით იქნა შეძენილი და მან ეს ფული გარკვეული ბერკეტების გამოყენებით მოიპოვა. ალბათ, ჯერ ამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი და შემდეგ ვილაპარაკოთ დანარჩენზე“, - განაცხადა პაატა სალიამ.

სალიამ ისაუბრა ოქრუაშვილის განცხადებების ექპსერტიზის ნაწილზეც და აღნიშნა, რომ ქიბარ ხალვაში მზად არის ექსპერტიზაზე მივიდეს.

„რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომელსაც აქტიურად იყენებენ, რომ ქიბარ ხალვაში ამდენი ხანი არ მისულა ექსპერტიზაზე. გეტყვით, რომ ოქრუაშვილი ასევე სამ ექსპერტიზაზე აპელირებს, რომელიც ჩაატარა , სამივე ექსპერტიზა გაყალბებულ ოკუმენტებზე არის ჩატარებული. რაც შეეხება ექსპერტიზას, რომელიც სამხარულშია დანიშნულია, მოთხოვნილია სასამართლოში ჩემს მიერ ქიბარ ხალვაშთან შეთანხმებით და ქიბარ ხალვაში უნდა მივიდეს ექსპერტიზაზე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის და ჩემი თანდასწრებით. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სანამ საქმე გადაიგზავნა, იყო თარიღების შეთანხმება, რამდენჯერმე ვერ შევთანხმდით თარიღზე, იყო წმინდა ტექნიკური საკითხები, მაგრამ აუცილებლად მივა. მზად არის აქაც, საზღვარგარეთაც, სადაც არის კვალიფიციური ექსპერტიზა და დავრწმუნდებით, რომ ეს არის ყალბი დოკუმენტი. ვიზუალურად თქვენც თუ შეადარებთ ნოტარიულ დოკუმენტზე, ბოლო გვერდზე არსებულ ხელმოწერას, რომელიც ნამდვილად არის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული 50 ათას დოლართან დაკავშირებით და შეადარებთ თითქოსდა ქიბარ ხალვაშის მიერ განხორციელებულ ხელმოწერას „რუსთავი 2“-თან და შვიდ მილიონთან დაკავშირებით ეგრეთწოდებულ ხელშეკრულებას, თვალნათლივ ნახავთ, რომ ძალიან დიდია განსხვავებაა“, - აცხადებს პაატა სალია.

პაატა სალია ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ესაუბრა, რომლის მიხედივთაც ის ტელეკომპანიის ჟურნალისტებს შეხვდა.

„ჩემი აზრით, რაც ყველაზე მნიშნველოვანია ჩემთვის, ჟურნალისტებს ასეთი რამ არ უთქვამთ და დავიწყებ აქედან. მსგავსი ინფორმაცია თუ გაჟღერდა, აუცილებლად მოვიკითხავ, მაგრამ არ მგონია, ეგ იყოს სიმართლე. არ ვფიქრობ,რომ ჩვენი გუნდიდან, ჟურნალისტებიდან ირაკლი ოქრუაშვილთანვინმე შევიდოდა გარიგებაში“, - აცხადებს სალია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები