ავტორი:

რას ამბობს ოქრუაშვილი საკუთარ ჩვენებაზე, რომელიც დვალმა გაავრცელა : "პროკურორმა არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მომთხოვა"

რას ამბობს ოქრუაშვილი საკუთარ ჩვენებაზე, რომელიც დვალმა გაავრცელა : "პროკურორმა არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მომთხოვა"

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 2014 წელს დვალისა და აქიმიძის წილების დათმობასთან დაკავშირებით ჩვენება არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოპოვების სანაცვლოდ მისცა. ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც დავით დვალის მიერ „რუსთავი 2“-ის წილების დათმობის შესახებ მის ჩვენებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

„პოლიტიკაში არსებობს ტერმინი: ბინძური თეთრეულის გამოფენა. ჩემი მიზანი არ ყოფილა ამ თეთრეულის გამოფენა, მაგრამ რადგან დვალმა ისურვა ამ თემაზე საუბარი, რადგან გადაწყვიტეს ბინძური თეთრეულის გამოფენა, მეც ასე ვუპასუხებ: ჯერ ერთი ისმის კითხვა, საიდან ჩაუვარდა დვალს ხელში ჩემი დაკითხვის ოქმი, ის არ ყოფილა მხარე და ჩემსავით იყო დაკითხული, ე.ი. პროკურატურამ მისცა სისხლის სამართლის საქმიდან გადაღებული ასლი, რომელიც მე თვალით არ მინახავს“, - განაცხადა ოქრუაშვილმა და დეტალურად გაიხსენა, როგორ მისცა პროკურატურას ჩვენება, რომელიც დვალისა და აქიმიძის წილების დათმობას ეხებოდა მიხეილ სააკაშვილისძალდატანებით.

„2014 წლის 1-ელ აპრილს ვარ დაკითხული, 15 ივნისს კი იყო ადგილობრივი არჩევნები, როდესაც გორში ვაპირებ მერობაზე კენჭის ყრას. ეს არის პერიოდი როდესაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ცხენზე ზის და მათთვის კონკურენციის გაწევა მარტივი არ არის. მე დავიწყე ურთიერთობების გარკვევა და საერთო ენის გამონახვა ბიძინა ივანიშვილთანიმისთვის, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. ერთი, ხელი არ შემეშალა ამათთვის, დისონანსი არ შემეტანა ამათ გეგმებში და გარკვეული სახის მინიმუმ ხელის არშეშლა და მაქსიმუმ „მხარდაჭერა“ მიმეღო. ამისთვის შუამავლობა ვთხოვე პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს დათო უსუფაშვილს. ამაზე დათოსთან შეთანხმებით ვსაუბრობ. მან მომიტანა ივანიშვილისგან ძალიან მარტივი მესიჯი: პროკურორ შოთაძეს დაუკავშირდეს, ისაუბრონ და დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთო. პროკურორი შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში მხარდაჭერის სანაცვლოდ მან მომთხოვა ჩვენების მიცემა იმ სახით, რა სახითაც მაქვს მიცემული“, - განცხადა ოქრუაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები