ავტორი:

"ხაზარაძის საქმე" - როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბიზნესმენის ირგვლივ

"ხაზარაძის საქმე" - როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბიზნესმენის ირგვლივ

გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

ასევე პროკურატურის ცნობით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით. ხოლო ბრალის წარდგენის შემდეგ გენერალური პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაზისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები უკვე ნახევარი წელია აქტუალობას არ კარგავს. საქმე ეხება 2019 წლის დასაწყისიდან მედიაში გავრცელებულ ცნობას, "თიბისი ბანკის" 11-12 წლის წინანდელ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რაზეც პროკურატურამ გამოძიება ფულის გათეთრების ბრალდებით წამოიწყო.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ტრანზაქციების გამო, ბანკსა და მის დამფუძნებლებთან დაკავშირებული სკანდალი ისე აგორდა, რომ ბევრ ეჭვს დაუდო საფუძველი, რაც სხვადასხვა ფაქტობრივი დეტალებითაც არის გამყარებული. მათ შორის, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ეს პროცესი ანაკლიის პორტის მშენებლობასა და ამ საკითხზე ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პირად დამოკიდებულებას უკავშირდება. საინტერესოა ისიც, რომ ანაკლიის პორტი თავად მამუკა ხაზარაძემაც ახსენა ირიბად, მის მიერ გავრცელებულ საჯარო განცხადებებში. თუმცა, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებულ ეჭვებს იმით გამორიცხავს, რომ გამოძიება ამ საქმეზე არა დღეს და გუშინ, არამედ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. მაგრამ საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ აგვისტომდე გავრცელდა მედიაში ინფორმაცია ხაზარაძის პიროვნებით პროკურატურის დაინტერესების შესახებ.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა და გთავაზობთ, ხაზარაძის საქმის ქრონოლოგიას, თუ როდის და როგორ ვითარდებოდა პროცესი.

2018 წლის აპრილი - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა და პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს ხელმძღვანელობას დასთანხმდა.

2018 წლის 12 ივნისი - პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ოფიციალური ვერსიით, მმართველი გუნდი "იუნისეფის" კვლევასა და სიღარიბის საკითხებს განიხილავდა, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, რაზეც ცნობები მედიაში იმ პერიოდშივე გავრცელდა - პარტიის თავმჯდომარეს ყოფილი პრემიერისთვის ანაკლიის პორტისა და ხაზარაძის შესახებ ბევრი შეკითხვა დაუსვამს. კულუარული ინფორმაციით, ივანიშვილს ისიც კი უთქვამს, "ფრთხილად იყოს ხაზარაძე, თორემ ხოდორკოვსკის ბედს გაიზიარებსო". წაიკითხეთ სრულად

უპრეცედენტო დავა საქართველოს ისტორიაში - "თუ ასე გავაგრძელებთ, საქართველო თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას საბოლოოდ დაკარგავს"

სად შეიკრიბნენ დღეს გახარია, თალაკვაძე და მინისტრები - ფოტოები ახალციხიდან

"თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში" - ღარიბაშვილმა "მთავარ არხს" და "ფორმულას" "პუტინისტები" უწოდა