ავტორი:

პუტინის "გასაიდუმლოებული" შვილი წარმატებული ექიმია - ნახეთ, რას საქმიანობს მარია ვორონცოვა

პუტინის "გასაიდუმლოებული" შვილი წარმატებული ექიმია - ნახეთ, რას საქმიანობს მარია ვორონცოვა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის საქმიანობა ცნობილი გახდა - BBC-ს რუსულენოვანი ბიურო წერს, რომ მარია ვორონცოვა არის კომპანიის თანამფლობელი, რომელიც ჯანდაცვის კერძო საინვესტიციო პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობს. პროექტის მიზანი კიბოსთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების დამუშავებაა, მისი მხარდამჭერები რუსი მაღალჩინოსნები არიან და ღირებულება 40 მილიარდი რუბლია.

ივლისის დასაწყისში ტელეკომპანია „როსია 1“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით „რუსეთში ბირთვული მედიცინის უნიკალური ცენტრი გაიხსნება“. ჟურნალისტების ინფორმაციით, დაწესებულება პეტერბურგთან ახლოს მდებარეობს და ფუნქციონირებას 2021 წელს დაიწყებს. ვორონცოვა კი კომპანია „ნომეკოს“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრია. პუტინის ოჯახთან დაახლოებულმა პირებმა „ბიბისისთან“ დაადასტურეს, რომ მარია ვორონცოვა ნამდვილად რუსეთის პრეზიდენტის შვილია.

ვლადიმერ პუტინს შვილებზე საუბარი არასოდეს უყვარდა. ვორონცოვას ბიოგრაფიის შესახებ დეტალები მისი საკანდიდატო დისერტაციის საშუალებით გახდა ცნობილი.

მარია ახლა, სავარაუდოდ, 34 წლისაა. 2011 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ კი გაიარა ორდინატურა საბავშვო ენდოკრინოლოგიის განხრით. სწავლობდა ასპირანტურაშიც, ორი წლის წინ კი საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა.

ჟურნალი The New Times და სააგენტო „როიტერსი“ წერდნენ, რომ ვორონცოვას ქმარი ჰოლანდიელი ბიზნესმენი იორიტ იოსტ ფაასენია. 2006 წლის აპრილში ის რუსეთში ჩავიდა, რათა ეთანამშრომლა „გაზპრომთან“, 2008 წელს კი ბიზნესის განვითარების განხრით დირექტორის თანამდებობა დაიკავა. ამ დროისთვის ჰოლანდიელი ბიზნესმენი უკვე იცნობდა პრეზიდენტის ქალიშვილს, თუმცა დაქორწინებულები ჯერ არ იყვნენ.

მარია ვორონცოვა სამეცნიერო ნაშრომებს ხშირად ქმრის გვარით აქვეყნებს.

კანადელმა დეპუტატმა კამერის წინ ტანსაცმელი მაშინ გაიხადა, როცა "ზუმში"  სხდომა მიმდინარეობდა - "შესანიშნავი სხეული აქვს, მაგრამ კამერა უნდა აკონტროლოს"

ასტრონავტი ჰიჯაბით - ვინ არის 27 წლის ალ მატრუში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელიც პირველი არაბი ქალი ასტრონავტი გახდა

ხისგან დამზადებულ პირველ კოსმოსურ თანამგზავრს დედამიწის ორბიტაზე მალე ვიხილავთ - ფანერის თანამგზავრი? ეს სასაცილო არ არის!