ავტორი:

დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში გიორგი ქობულია - ექს-მინისტრი ხაზარაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე

დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში გიორგი ქობულია - ექს-მინისტრი ხაზარაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე

ამას არ უნდა ალბათ დიდი ცოდნა და განათლება, რომ მიხვდე, რომ როდესაც ბიზნესმენს ბიზნესი აქვს და ასეთ ბრალდებას უყენებენ, ეს ნეგატიურად აისახება მის ბიზნესზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ, პროკურატურის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალის კომენტირებისას განუცხადა.

გიორგი ქობულიას თქმით, უშუალოდ ბრალდებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

კითხვაზე, უარყოფითად აისახება თუ არა მიმდინარე პროცესები ანაკლიის პორტზე, ქობულია აცხადებს, რომ როდესაც ბიზნესმენს ასეთ ბრალდებას უყენებენ, ცხადია, რომ ეს მის ბიზნესზე უარყოფითად აისახება.

„რა თქმა უნდა, როდესაც ბიზნესმენს აქვს ბიზნესი და ამ ბიზნესმენის მიმართ ასეთი ბრალდებაა წაყენებული, ეს მის ბიზნესზე პოზიტიურად ვერანაირად ვერ აისახება,“ - აცხადებს გიორგი ქობულია.

მისივე თქმით, არ სჯერა, რომ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ანაკლიის პროექტის წინააღმდეგაა მიმართული.

ექს მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე გარკვეულ დისკუსიებშია და საბოლოოდ არ აქვს გადაწყვეტილი, სად გააგრძელებს საქმიანობას.

„ჯერჯერობით არ მიმიღია გადაწყვეტილება, თუ რა მიმართულებით წავალ. ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიებში ვარ და ჯერჯერობით, ვფიქრობ. პოლიტიკაც რაღაც დონეზე განიხილება“, - აცხადებს გიორგი ქობულია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები