ავტორი:

მანჯი და "სამზარეულოს ამორძალები" - ჟიურის და კონკურსანტების მოლოდინები "მასტერშეფის" ფინალამდე ერთი დღით ადრე

მანჯი და "სამზარეულოს ამორძალები" - ჟიურის და კონკურსანტების მოლოდინები "მასტერშეფის" ფინალამდე ერთი დღით ადრე

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუს ქართული ანალოგის - "მასტერშეფის" კულმინაციამდე ერთი დღე დარჩა.

27 ივლისს გახდება ცნობილი, ვინ გახდება რეიტინგული შოუს პირველი სეზონის გამარჯვებული და ქვეყნის №1 მასტერშეფი - ია, თინა, თუ მანჯი.

სამივე მონაწილემ შოუს განმავლობაში ჟიურისა და მაყურებლის განსაკუთრებული სიმპატია დაიმსახურეს, ისინი არაერთხელ დასახელდნენ საუკეთესოებად, ასე რომ, ფინალში მართლაც დაუნდობელი ბრძოლა გველის.

„მასტერშეფის“ ფინალისთვის განსაკუთრებულად ემზადება ჟიურიც. მოლოდინების შესახებ ჟიური და ფინალისტები პროექტის მთავარ მედიაპარტნიორს - gemrielia.ge-ს ესაუბრნენ:

ლუკა ნაჭყებია, ჟიურის წევრი:

"რეალურად, ბევრად უფრო მეტს მიაღწიეს კონკურსანტებმა, ვიდრე მეგონა, რომ მიაღწევდნენ. არ ველოდი, რომ „მასტერშეფის“ პირველივე სეზონში ასეთი მაღალი დონის კერძები მომზადდებოდა გემოსა და ტექნოლოგიების თვალსაზრისით, ამდენი ორიგინალური და საინტერესო იდეა გაჩნდებოდა.

სიმართლე გითხრათ, ფინალის მეშინია, რადგან სამ ძალიან ნიჭიერ და გემოვნებიან ადამიანს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა კარგმა მონაწილემ დატოვა პროექტი, ვფიქრობ, ამ სამეულის მოხვედრა ფინალში ძალიან ლოგიკურია. ფინალისტებს 3 საათის განმავლობაში 3 კერძის მომზადება მოუწევთ. იმედი მაქვს, რომ არცერთი არ გატყდება და თავიანთ მაქსიმუმს გვაჩვენებენ".

თინა ვაშაკიძე, ფინალისტი:

"კონკურსი იმდენად აზარტულია, დაღლილობისა და სტრესისგან შეიძლება გადაიწვა ან საერთოდ თავი დაკარგო, სხვა ადამიანი გახდე. ფინალისთვის განსაკუთრებულად არ ვემზადები და არც ვნერვიულობ. გადავწყვიტე, რომ ეს არ იქნება ბრძოლა ჩემთვის. გავაკეთებ, იმას რაც ძალიან მიყვარს და მაქსიმალურად დავტკბები ყოველი წამით".

გიორგი მანჯავიძე, ფინალისტი:

"მე, იასა და თინას ბევრჯერ გვისაუბრია ერთმანეთთან შემდეგ ტურებზე, ხალხის კომენტარებზე, კერძებზე, ფინალზე...ყოველი ტურის წინ რაღაც მოლოდინები სულ მქონდა, მაგრამ ახლა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ... აქამდე სულ ოცნებებში ვიყავი, თითოეული ტური ჩემთვის უდიდესი გამარჯვება იყო, რადგან მართლა პირდაპირ სახლის სამზარეულოდან მოვედი აქ და თან მოვედი მხოლოდ ჩემი გემოების და რაღაც პატარა ნიჭის იმედად. ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ფინალში ვიქნებოდი და თან ვისთან? - სამზარეულოს ამორძალებთან ერთად! წაიკითხეთ ვრცლად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ