ავტორი:

"მადლობა, მაგრამ ჩვენ საჩუქარი არ გვინდა" - რა პირობას უყენებს დავით დვალი ქიბარ ხალვაშს

"მადლობა, მაგრამ ჩვენ საჩუქარი არ გვინდა" - რა პირობას უყენებს დავით დვალი ქიბარ ხალვაშს

თუ ჩვენ ქიბარ ხალვაშისგან არ გვექნება გარანტია იმისა, რომ „რუსთავი 2“ შეინარჩუნებს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის როლს, ჩვენ არ მივიღებთ არანაირ წინადადებას, - ამის შესახებ „რუსთავი 2”-ის დამფუძნებელმა, დავით დვალმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ტელევიზიის თანადამფუძნებელ ჯარჯი აქიმიძესთან ერთად დეპუტატებს ხვდება.

როგორც მან აღნიშნა, „უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ „რუსთავი 2“ იმ სახით შენარჩუნდეს, როგორი სახითაც დღეს არსებობს.

„უკიდურესად მნიშნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს თავისუფალი სიტყვა, მითუმეტეს ისეთი მძლავრი ორგანიზაციის სახელით, როგორიც არის „რუსთავი 2“. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან ძნელია ვთქვათ, ხალვაშთან შეხვედრაზე რა მოხდება. ჩვენ აუცილებლად გაგაცნობთ, როცა შეხვედრა გვექნება ქიბარ ხალვაშთან, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები. გვაქვს მკაფიო წითელი ხაზი, რომლის იქით ვერანაირ წინადადებას ვერ მივიღებთ. თუ არ იქნება ჩვენს ხელში ბერკეტი და შესაბამისად, გარანტია იმისა, რომ „რუსთავი 2“ შეინარჩუნებს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის როლს, ჩვენ არ მივიღებთ არანაირ წინადადებას“, - განაცხადა დვალმა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა.

მისივე თქმით, ხელისუფლებისგან ითხოვს, დაიდოს დასკვნა, სამართლიანი იყო თუ არა მათთვის ტელევიზიის ჩამორთმევა. როგორც დვალმა აღნიშნა, „დუმილი 7 წლის განმავლობაში არის სრულიად აუტანელი და დაცინვაა იმ ხელისუფლებისგან, რომელიც სამართლიანობის დროშას აფრიალებდა“.

„ხალვაშისგან რაც არ უნდა მისაღები წინადადება იყოს, ჩვენ პრინციპულად წინააღმდეგი ვართ ხალვაშისგან საჩუქრის მიღების. ჩვენ კატეგორიულად ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ტელევიზია. ჩვენ 10 წელი ვაკეთეთ და მართლა ნულიდან დავიწყეთ: სახლიდან მოტანილი ტელევიზორით, სახლიდან მოტანილი ვიდეომაგნიტოფონით, ჩვენ იქ ვცხოვრობდით დღე-ღამეს ვასწორებდით, რომ ეს ტელევიზია რაღაც სტანდარტამდე მიგვეყვანა და ჩვენ ვთვლით, რომ რაც შევძელით, მაქსიმალური გავაკეთეთ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ტელევიზია უხეშად წაგვართვეს და ჩვენ გვინდა, ხელისუფლებამ, რომელიც მობრძანდა დაპირებით, რომ სამართალს აღადგენდა, ნება იბოძოს და დადოს დასკვნა თემაზე, ეს ტელევიზია სამართლიანად წაიღეს ჩვენგან თუ არა. ჩვენ არ ვითხოვთ პროკურატურისგან, რომ არიქა, მოგვანიჭეთ ჩვენ ეს ტელევიზია, არა, ჩვენ ვითხოვთ პასუხს. თუ პროკურატურა ჩათვლის, რომ არ გვეკუთვნოდა და თურმე სამართლიანად წაუღიათ, ეგ მაინც ითქვას. დუმილი 7 წლის განმავლობაში არის სრულიად აუტანელი და დაცინვაა იმ ხელისუფლებისგან, რომელიც სამართლიანობის დროშას აფრიალებდა. მადლობა საჩუქრისთვის, მაგრამ ჩვენ საჩუქარი არ გვინდა“, - განაცხადა დვალმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები