ავტორი:

"მახსოვს, ტაძრიდან გამოსვენება იყო ტელევიზიით, ბიძაჩემმა გვითხრა: ფეხზე წამოვუდგეთ ყველაო..." - გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა

"მახსოვს, ტაძრიდან გამოსვენება იყო ტელევიზიით, ბიძაჩემმა გვითხრა: ფეხზე წამოვუდგეთ ყველაო..." - გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა

26 ივლისს ჟურნალისტ გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა. გარდაცვლილი ძმის ფოტოს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტი ვახო სანაია აქვეყნებს. ფოტოს უამრავი ემოციური კომენტარი აქვს:

"სამარადისო ნათელი და სანთელი უძლიერეს, ცნობილ ჟურნალისტს, გიორგი სანაიას. უამრავი ხალხი იყო გასვენებაზე და მათ შორის მეც. რაც არ უნდა წლები გავიდეს და საუკუნეები მაინც არავინ დაივიწყებს წამყვან ჟურნალისტს".

"ბებია-ბაბუასთან ვიყავი, ეს ამბავი რომ მოხდა და მახსოვს ყველა გაყინული სახე. გიორგიმ ღირსეული კვალი დატოვა"

"არასდროს დამავიწყდება 18 წლის წინანდელი ჩემი დაბადების დღე და მისი გარდაცვალება"

"ექვსი წლიდან ჟურნალისტიკაზე ვოცნებობდი, ჩემი საყვარელი ჟურნალისტი იყო. 10 წლისამ პირველად გავიაზრე, თუ რა იყო მკვლელობა და მახსოვს, ბევრი ვიტირე!"

"მისმა სიკვდილმა ერთ დღეში გამზარდა"

"რომ დავბერდი, ახლაღა ვხვდები, რა პატარა ყოფილა"

"თავისი სტილი ჰქონდა, მომღიმარი, ხალისიანი... ამას დღესაც კი ვერავინ ახერხებს..."

"ყველაზე განსაკუთრებული ჟურნალისტი! რვა წლის ვიყავი, მაგრამ ღამის ეთერს ვუყურებდი და მუდამ მემახსოვრება"

"ჩვენი გიორგი, ასე მეგონა ჩვენი ოჯახის წევრი იყო, ყოველდღე ისეთ სითბოს და სხივს ასხივებდა ეკრანიდან და ერთხელ სამსახურში მოვიდა სამსახურეობრივ საქმეზე და რომ დავინახე, მეგონა წლები ვიცნობდი ისე შევხვდი და არც თვითონ დაიბნა, ჩვენ ხომ ბიძაშვილები ვართო და თანამშრომელებს, მართლა ეგონათ! აი ასეთი კარგი გიორგი გვყავდა ეკრანებზე... სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა! მან დიდი სიკეთე დატოვა და დღემდე ახსოვს ხალხს!"

"პირველი მისაღები გამოცდა მქონდა მეორე დღეს, ჟურნალისტიკაზე... ძალიან დიდი გავლენა იქონია ამ ამბავმა ჩემზე და ჩემს პროფესიულ არჩევანზე... თემა თავისუფალი შემხვდა "მე რომ ჟურნალისტი ვიყო..." ბევრი რამ დავწერე გიორგიზე... ყოველთვის სამაგალითო იქნება ჩემთვის!"

"როგორ მახსოვს ეს დღე, არადა ახლა ვხვდები, რომ მხოლოდ ათის ამ თერთმეტის ვიქნებოდი მაშინ. პროცესიაც მახსოვს, უამრავი ხალხი მდუმარედ, ქუდმოხდილი კაცები"

"მახსოვს, ტაძრიდან გამოსვენება რომ დაიწყო და პირდაპირი ჩართვა იყო ტელევიზიით, ბიძაჩემმა გვითხრა, ფეხზე წამოვუდგეთ ყველაო. ხოდა, ასე ფეხზე დგომით გავაგრძელეთ გამოსვენების ყურება მთელმა ოჯახმა"

"11 წლის ვიყავი, მანგლისში ვისვენებდით მე და ჩემი ძმა. დედაჩემმა რომელიღაც ჟურნალი ჩამოიტანა, სადაც პირველივე გვერდზე ეწერა ეს საშინელი ამბავი. უსუსურობის განცდა მქონდა, ჩემი ძმა რომ ტიროდა და არ შემეძლო დამემშვიდებინა. საქართველოს უყვარდა გიორგი"

"მერვე კლასში გადავდიოდი, გუშინდელი დღესაცით მახსოვს, სად ვიყავი და როგორ გავიგე. არასდროს დავამავიწყდება ორსული დეიდაჩემის გაუთავებელი ტირილი და წარწერა რუსთავი 2-ის ეკრანზე. 18 წელი გასულა იმ საშინელი დღიდან"

"გიორგი სანაია იყო დამოუკიდებელი ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, უნიჭიერესი ადამიანი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული"

"იმ ღამეს ტანი ვერ დავატიე საწოლზე... რაღაც საშინელი სიჩუმე იყო... საშინელი შეგრძნება... ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველკურსელი ვიყავი და ერთ ჩვენს საერთო ნათესავს უნდა გაეცნო ჩემთვის იმდღეებში... მართლაც სახლში შემოდიოდა ეკრანიდან, სასწაული გულწრფელობით, უიშვიათესი მანერით... ასე მეგონა ცა ჩამინგრეოდა დილამდე.... მერე იყო ცოცხალი ჯაჭვი, სადაც ჩემს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ფეხშიშველი ვიდექი, გაოგნებული... ვერ გამეგო, როგორ შეიძლებოდა ან პროფესიის გამო გაემეტებინა ვინმეს, ან საერთოდ... 4 საათი ვიდექი რიგში პანაშვიდზე... ახლოსმისულმა აღმოვაჩინე, რომ ძალიან ახლო საერთო ნათესაობა გვყავდა და როგორ ჩამწყდა ყველაფერი, რომ ვერ გავიცანი.... სულ მახსოვს დღევანდელი დღე და მახსოვს 24 თებერვალი, მისი დაბადების დღე, როგორც ადამიანის, რომელმაც რაღაც მნიშვნელოვანი წაიღო ყველა ჩვენგანის სახლიდან, გულიდან და ეკრანიდან... მშვიდად განისვენე გიო"

გიორგი სანაიას 44 წელი შეუსრულდებოდა. სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მეგობრებმა მისი დაღუპვის ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც 21:00-საათიანი "კურიერის" დაწყებამდე სანაია სამსახურში არ გამოცხადდა.

ჟურნალისტის მკვლელობას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდნენ. გამოძიებამ კი მკვლელობის ოფიციალურ მიზეზად პირადი მოტივები დაასახელა.

მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ოჯახის წევრები დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ რეალური მკვლელი და მკვლელობის დამკვეთი დაუსჯელია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან.

"მეხის გავარდნასავით იყო, ნანატრი შვილი, რომელსაც წლები ველოდით, უმძიმესი დიაგნოზის წინაშე დადგა" - 4 თვის ნენეს ჩვენი დახმარება სჭირდება

"ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ, საქართველოს პრემიერო?!" - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

"სრული თავზარი! კეთილი მეგობარი, გემრიელი დრამერი, ასე აბსურდულად დაკარგული..." - ვინ იყო კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი ერთ-ერთი ადამიანი