ავტორი:

"ალერგია არაფერზე ჰქონია, ის ციხეში მოწამლეს!" - ალექსეი ნავალნის ექიმი ამბობს, რომ ოპოზიციონერის მონახულების საშუალებას არ აძლევენ

"ალერგია არაფერზე ჰქონია, ის ციხეში მოწამლეს!" - ალექსეი ნავალნის ექიმი ამბობს, რომ ოპოზიციონერის მონახულების საშუალებას არ აძლევენ

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ყოფილი ექიმი ამბობს, რომ პოლიტიკოსს ალერგიული რეაქცია არაფერზე ჰქონია და ციხეში ის გაურკვეველი ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს, ამის შესახებ ბრიტანული „დეილი მეილი“ წერს.

ანასტასია ვასილიევა, რომელიც ვლადიმერ პუტინთან დაპირისპირებულ ნავალნის 2017 წელს მკურნალობდა, მედიასთან აცხადებს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალერგიული რეაქციები არასოდეს ჰქონია. მისივე თქმით, ნავალნიმ ციხეში იგივე საკვები მიიღო, რაც სხვა პატიმრებმა. ვასილიევა ერთ-ერთი იყო იმ ექიმებს შორის, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ორი წლის წინ მკურნალობდა, ნავალნის სახეში"ბრილიანტის მწვანე" შეასხეს - მაშინ პოლიტიკოსმა მხედველობის 80% დაკარგა. ანასტასიას თქმით, პატიმრის მონახულების უფლებას არ აძლევენ.

ალექსეი ნავალნის 2017 წელს "ბრილიანტის მწვანე" შეასხეს

რუსმა სამართალდამცველებმა შაბათს მოსკოვში საპროტესტო აქციის 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. ალექსეი ნავალნის წარმომადგენელმა, კირა იარმუშმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ოპოზიციის ლიდერი კვირას დილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან სახე შეშუპებული აქვს, კანზე კი სიწითლე აღენიშნება. იარმუში აღნიშნავს, რომ ალერგიის მიზეზი უცნობია, ნავალნის კი მსგავსი რეაქცია არასოდეს არაფერზე ჰქონია.

ყველაფერი გასულ კვირას დაიწყო - საარჩევნო კომისიამ 30-მდე კანდიდატს არ მისცა უფლება, კენჭი ეყარა. მიზეზად მათ მიერ შეგროვილი 5 500 ხელმოწერის გაყალბება დაასახელა. ძალიან მალე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ათასობით ადამიანი მოსკოვის ქუჩებში კანდიდატების დისკვალიფიკაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა.

იმავდროულად, მთავარმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ მოსახლეობას ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარებისკენ მოუწოდა. თავად ნავალნის არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების მოწოდების გავრცელებისთვის 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აქცია მაინც ჩატარდა და ქალაქის ქუჩებში იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე ამას პოლიტიკოსები და ექსპერტები ელოდნენ.

ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები თუ როგორ უსწორდებოდა სპეცრაზმი ფიზიკურად მშვიდდობიან მომიტინგეებს.

"სექსის დროს პირბადე გაიკეთეთ“ - კანადის მთავარი ექიმის რეკომენდაცია

ვინ გადაარჩინა ნავალნი და რა არის "ნოვიჩოკი“, რომლითაც ის მოწამლეს - დეტალები უცნობ მედდასა და საბედისწერო ავიარეისზე

"ნოვიჩოკი", რომლითაც ალექსეი ნავალნი მოწამლეს, საქართველოსა და აშშ-ში მდებარე ლაბორატორიებში მზადდება - რუსი დეპუტატი