ავტორი:

ნანი ბრეგვაძე და ბორის ელცინი თბილისში, სუფრასთან - საარქივო ფოტო

ნანი ბრეგვაძე და ბორის ელცინი თბილისში, სუფრასთან - საარქივო ფოტო

აფხაზეთში მოღვაწე ეროვნებით რუსი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საარქივო ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ქართული სცენის ლეგენდა ნანი ბრეგვაძე და რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ბორის ელცინი არიან ასახულნი.

კრივენიუკის თქმით, ფოტო თბილისშია გადაღებული, როცა ელცინი საქართველოში პირველი და უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ეს ფოტო, სავარაუდოდ, 1994 წელს, სწორედ მისი ვიზიტის დროს გადაიღეს ერთ-ერთ თბილისურ სუფრაზე.

თუმცა, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით ელცინი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა. მაგალითად, "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ამბობდა, რომ ელცინი ორჯერ იყო საქართველოში.

ეს ვიზიტები შედგა - 1990 წელს, როცა დაბა ყაზბეგში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შეხვდა და 1994 წლის თებერვალში - ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის პირველი და უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ელცინი 1994 წლის 3 თებერვალს საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის შესახებ საარქივო მასალებზე დაყრდნობით წერს Sputnik-Georgia. აღსანიშნავია რომ, ფედერაციის პირველ პირს გარემოცვა საქართველოში ჩამოსვლას არ ურჩევდა, რადგან აფხაზეთის ომი ახალი დასრულებული იყო, შესაბამისად ვიზიტმა უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომების ფონზე ჩაიარა. თვითმფრინავთან და შენობებში, სადაც შეხვედრები იმართებოდა, რუსული სპეცრაზმი იდგა, თბილისის ქუჩებში კი 3 თებერვალს მთელი შსს-ს შემადგენლობა და უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლები მორიგეობდნენ.

sputnik-georgia-ს სტატიაში ვკითხულობთ რომ, ვიზიტის დასრულებამდე ელცინი და მისი თანმხლები პირები სასტუმრო "მეტეხი პალასის" რესტორანში სუფრაზე მიიპატიჟეს, რომელსაც დაახლოებით 100 ადამიანი ესწრებოდა. სუფრის თამადა ედუარდ შევარდნაძე იყო.

თუმცა, ნაკლებია ცნობები ბორის ელცინის კიდევ ერთ სტუმრობაზე. როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, ელცინი 1989 წლის მაისში რამდენიმე დღით იმყოფებოდა საქართველოში. მაშინ ის საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი გახლდათ და თბილისში 9 აპრილის მოვლენებში გასარკვევად ჩამოსულა.

"ნაციონალების" დროს მიტინგს კი არ არბევდნენ, კლავდნენ და ანადგურებდნენ და პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო" -  რას აპროტესტებს ნიკა თავაძე

"დღეებს ვითვლით" - ბერა ივანიშვილი შვილის მოლოდინში და ახალი ფოტო "ინსტაგრამიდან"

"წყვილი მისცემოდა სასიამოვნო საქმეს... თავს დაატყდათ 4 დეპუტატი და 50 პოლიციელი" - სერგი კაპანაძე კურიოზის შესახებ წერს