ავტორი:

"გაჩნდა პატარა კრავაი. ორივენი ვართ კარგად..." - ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა

"გაჩნდა პატარა კრავაი. ორივენი ვართ კარგად..." - ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა

"მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე მეორე შვილის დედა გახდა. პოლიტიკოსს გოგონა შეეძინა. ამის შესახებ ანა სოციალურ ქსელში წერს:

"მეგობრებო, გაჩნდა პატარა კრავაჲ. ორივენი ვართ კარგად. ყველას გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს" - წერს ანა დოლიძე.

ანამ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ბავშვის სქესს სიურპრიზად ინახავდნენ და მან ასევე საიდუმლოდ დატოვა, თუ ვინ არის მისი მეორე შვილის მამა.

"საიდუმლოდ ვინახავდით. "კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ. ჩემი მეუღლე პროფესიით ფინანსისტია. აპოლიტიკურია - ეს არის მთავარი. ფეხმძიმობა რომ დამიდასტურდა, ძალიან გამიხარდა. არ ვარ პატარა ასაკის და უფრო მეტი საზრუნავი მაქვს, ვიდრე ანდროს დაბადებისას მქონდა. ჯანმრთელობის კონტროლი, შაქრის კონტროლი, წყლის კონტროლი - ყველაფერი საზრუნავია. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ პირობებში საარჩევნო კამპანია ჩავატარე და ხალხს ვხვდებოდი. კი ვუფრთხილდებოდი თავს, მაგრამ ღმერთმაც დამიფარა. თებერვლის ბოლოდან ველოდებით პატარას.არ ვიცით, სიურპრიზად ვინახავთ. ანდრო ფიქრობს, რომ ძმა კარგია, იმიტომ, რომ მასთან ბევრს ითამაშებს. იმასაც არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ბიჭი მისი ნივთებით დაინტერესდეს, ამიტომ იქნებ გოგოს ძმობა უფრო ადვილი იყოსო - ასე მსჯელობს" - აღნიშნა ანამ.

AMBEBI.GE ულოცავს პოლიტიკოსს და ბედნიერ დედობას და ჯანმრთელობას უსურვებს.

"ლინჩიო? ეგ იმაზე უარესია, რაც მოხდა... ნუ წავახალისებთ უგუნურებას, გადაწვან სახლები და დახოცონ სხვები" - როგორ ეხმაურებიან მამა-შვილის მიერ 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ამბავს

"ცხელი შამფური მუცელში რომ გაგიყარონ....ღრიალს რომ აზრი არ აქვს, რომ გინდა გასკდე და დამთავრდე" - ქრისტინე იმედაძე ცხოვრების უმძიმეს ტრაგედიას იხსენებს

"ღრუბლების გავლით, ულამაზეს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში" - რა ფოტოს აქვეყნებს კარლ ჰარცელი "ტვიტერში"