ავტორი:

როგორ შევარჩიოთ ხორცი? - აუცილებელი ნიუანსები, რომელიც მომხმარებელმა უნდა იცოდეს

როგორ შევარჩიოთ ხორცი? - აუცილებელი ნიუანსები, რომელიც მომხმარებელმა უნდა იცოდეს

საქონელი, ღორი, ცხვარი, თევზი, ქათამი, შებოლილ-დამარილებული პროდუქტი - ხორცი ყველას სხვადასხვა სახით უყვარს, თუმცა მომზადებამდე მთავარი მისი სწორად შერჩევაა.

ხორცით ადამიანზე შეიძლება გადავიდეს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, ციმბირის წყლული, ჯილეხი, ხორცის სისხლსა და ქსოვილებში მყოფი პარაზიტები. შესაბამისად, ხორცის ყიდვისას ამ ნიუანსების გათვალისწინება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

არ შეიძინოთ ხორცი:

  • საეჭვო ადგილებში
  • რომელსაც ვეტერინარული შემოწმება არ აქვს გავლილი
  • რომელსაც გაფუჭების თუნდაც ერთი ნიშანი მაინც აქვს
  • რომელსაც გალღობა-გაყინვის ნიშნები აქვს
  • რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში მაცივრის გარეშე ინახება

კატეგორიულად აკრძალულია, საკუთარი სიკვდილით მკვდარი ცხოველის ხორცის ყიდვა!

როგორ ავარჩიოთ გაუყინავი ხორცი?

გაუყინავი ხორცი საღია თუ - მისი ზედაპირი მშრალია; ახალი განაჭერი სველია, მაგრამ არა წებვადი; კონსისტენცია დრეკადი და ელასტიურია; ცხიმი არ უნდა ჰქონდეს ყვითელი; სახსრების ზედაპირი თეთრი და მბზინავი უნდა იყოს, მყესები კი ელასტიური და მკვრივი.

როგორ ამოვიცნოთ გაყინული და შემდეგ გამლღვალი ხორცი?

ხშირად არაკეთილსინდისიერი გამყიდველები გაფუჭებულ ხორცს ყინავენ და ისე ყიდიან. სამწუხაროდ, გაფუჭებული ხორცის ამოცნობა მხოლოდ გალღობის შემდეგ არის შესაძლებელი - მას შესაძლოა ჰქონდეს მძაფრი, არასასიამოვნო სუნი, რომელიც თერმული დამუშავების დროს კიდევ უფრო ძლიერდება.

გაყინული და შემდეგ გამლღვალი ხორცი არაელასტიური და სველია. თუ ხორცის ქვეშ სითხის მოვარდისფრო გუბურაა, ეს ნიშნავს რომ ის გამლღვალია, რადგან ასეთ ხორცს მუდმივად გასდის წყალი.

როგორ ავარჩიოთ ცოცხალი თევზი?

თევზი განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტია, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების და წყლის დაბალანსებული შემცველობით. არ დაგავიწყდეთ, რომ თევზი მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ მისი შეძენისას გაითვალისწინეთ:

  • ყურადღება მიაქციეთ ლაყუჩებს - თუ ლაყუჩები შიგნიდან მკრთალი, მონაცრისფრო ან მომწვანო-მოყვითალო შეფერილობისაა, ეს ნიშნავს, რომ თევზი ან დიდი ხნის დაჭერილია, ან არასათანადო გარემოში ცხოვრობდა (მაგალითად, დაშლამულ გუბურაში)
  • თევზის თვალები უნდა იყოს პრიალა, ამობურცული და მკვრივი
  • თევზის ქერცლი უნდა იყოს თანაბარი და მბზინვარე, დაფარული გამჭვირვალე ლორწოს თხელი ფენით
  • საღი თევზის ხორცი მკვრივია - ხელის დაჭერით გაჩენილი ღრმული, სწრაფადვე სწორდება
  • გამოშიგვნისას ხორცი ძვალს ძნელად შორდება

ნუ შეიძენთ თევზს თუ:

კანი - დაფარულია ლორწოს სქელი ფენით; თვალები - ჩავარდნილი, მოვარდისფრო და შემღვრეულია; მუცელი - შებერილი; სუნი - არასასიამოვნო; ხორცის კონსისტენცია - არამკვრივი.

როგორ ავარჩიოთ გაყინული თევზი?

გაყინულად ითვლება თევზი, რომელიც ინახებოდა -18 გრადუსამდე ან კიდევ უფრო დაბალ ტემპერატურაზე.

თუ, თევზის გარშემო შეინიშნება ყინულის სქელი ფენა, ეს ნიშნავს რომ თევზი რამდენჯერმე გალღვა და გაიყინა - ნუ შეიძენთ მას!

თუ გამლღვალ თევზს აქვს არასასიამოვნო სუნი, ნუ მოამზადებთ მას!

როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი?

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. თუ საქონელში ცილის შემცველობა 13%-ია, ქათამში ის 189%-ს აჭარბებს.

ქათამს შორის განარჩევენ - მეხორცული, ახალგაზრდა, კარგად ნაკვები, ახალდაკლული. ზოგადად, მომხმარებლისთვის რთულია ჯიშების გარჩევა. ზოგადად, ერთი და იგივე ასაკის მეხორცული ქათამი, კვერცხის მდებელზე უფრო დიდია. დაკლული ფერმის ქათმები ძირითადად მეხორცულია, სოფლის ქათმები კი - კვერცხისმდებელი.

არ შეიძინოთ ბებერი ფრინველი - მისი ხორცი უხეში და მაგარია!

ბებერი და ახალგაზრდა ფრინველის განსხვავება მარტივია: თუ ბებერი ფრინველის კანი უხეში და მოყვითალოა, ახალგაზრდას - მკრთალი ყვითელი ფერი აქვს. ბებერი ფრინველის ქონი მუქი ყვითელია, ახალგაზრდის პირიქით - ღია ყვითელი. ბებრის ფეხები დაფარულია უხეში ქერცლით და აქვს წანაზარდები, ახალგაზრდის კი - რბილია და დაფარულია წვრილი, ყვითელი ქერცლით.

ფრინველის ნაკვებობას მკერდის ძვალი განსაზღვრავს - თუ კარგად ნაკვებ ფრინველს მკერდის ძვალი არ ემჩნევა, ცუდად ნაკვების მკერდის ძვალი გამოკვეთილია.

არ შეინახოთ გამოუშიგნავი ქათამი!

რაც შეეხება შენახვის ვადას, მაცივარში - 5 დღე, საყინულეში - რამდენ ხანსაც გინდათ. ამასთან, თუ ქათმის ხორცს მოაშორებთ და არ მიირთმევთ კანს, ქოლესტერინის ჭარბი ოდენობა მას გაყვება.

მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მომხმარებლების უფლებების დაცვის პროგრამის ფარგლებში.

ნახეთ მეტი momxmarebeli.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს