ავტორი:

ქართველმა ასტროფოტოგრაფმა იშვიათი კომეტა დააფიქსირა - "ეს საოცარი ობიექტი, 6 800 წელი აღარ შემოაბიჯებს დედამიწის სიახლოვეს"

ქართველმა ასტროფოტოგრაფმა იშვიათი კომეტა დააფიქსირა - "ეს საოცარი ობიექტი, 6 800 წელი აღარ შემოაბიჯებს დედამიწის სიახლოვეს"

ქართველმა ასტროფოტოგრაფმა ბექა მამუკაშვილმა ყაზბეგში იშვიათი კადრი დააფიქსირა. ზღვის დონიდან 3 000 მეტრის სიმაღლეზე ყოფნის დროს, მან ახლადაღმოჩენილი კომეტა Neowise გადაიღო. ამის შესახებ მამუკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და შთამბეჭდავ ფოტოსაც უზიარებს ინტერნეტმომხმარებელს:

"რამდენიმე დღის წინ "ალტიჰატში" ავედი იმ იმედით, რომ ნასას მიერ ახლად აღმოჩენილ კომეტა NEOWISE-ს დავინახავდი და, რა თქმა უნდა, გადავიღებდი. სამწუხაროდ, როცა გამთენიისას, დილის 4:30-ისკენ ამოვიდოდა, მზე მალევე ამოჰყვებოდა და მალევე ქრებოდა, შესაბამისად, გადაღებისთვის ძალიან ცოტა დრო მქონდა.

პირველ ღამეს ვერ ვნახე, მეორე ღამეს ვერ ვნახე, მესამე ღამეს კუდი დავინახე და მეოთხე ღამეს, როგორც იქნა, 15 წუთით მოიწმინდა ღრუბელი და ადამიანის მიერ ხელშეუხებელი, ნამგალა მთვარის მიერ განათებულ რელიეფის ფონზე დავაფიქსირე ეს საოცარი ობიექტი, რომელიც მომდევნო 6800 წელიწადი აღარ შემოაბიჯებს დედამიწასთან სიახლოვეში" - წერს ასტროფოტოგრაფი.

კომეტა, სახელად Neowise პირველად მარტში შენიშნეს და ის იმ იშვიათ კომეტებს შორისაა, რომლის დანახვაც 21-ე საუკუნეში შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი. კომეტა დედამიწასთან ყველაზე ახლოს 23 ივლისს იქნება. როგორც BBC წერს ის დედამიწიდან 103 მილიონი კილომეტრით იქნება დაშორებული.

"ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება..მუსლიმიც ცხონდება, მამათმავალიც..." - ლევან ბერძენიშვილი

"სხვანაირად არ იძინებენ. ტირიან, როცა ვჩერდები" - რა ვიდეო გამოაქვეყნა ნინო სურგულაძემ "ინსტაგრამზე"?

"თეონა, სად არის შენი ქმარი?" - თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ ცისკარიძის მორიგი პროვოკაცია და უჩვეულო "ჩემო ციცინათელა"