ავტორი:

"დანაშაული არ ჩამიდენია - რომ მჭირდებოდეს, ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო" - ნიკა გვარამია გამოკითხვაზე მივიდა

"დანაშაული არ ჩამიდენია - რომ მჭირდებოდეს, ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო" - ნიკა გვარამია გამოკითხვაზე მივიდა

მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მოსამართლის თანდასწრებით მისი გამოკითხვა უნდა მოხდეს. გვარამიამ აღნიშნა, რომ ყველა კითხვაზე აპირებს პასუხის გაცემას.

„რასაც მკითხავენ იმაზე ვუპასუხებ, რაც მახსოვს თან იმას, იმიტომ, რომ არის ლაპარაკი 2015 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე, რაც ყველა კომპანიაში ფინანსური ხელმძღვანელობის საქმეა. რაც მახსოვს ყველაფერზე ვიტყვი, ავხსნი, პრობლემა არ მაქვს. მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო და მით უმეტეს უდანაშაულობის შემთხვევაში არანაირ კვალს მე არ ვტოვებ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა მოწმის სტატუსის ბრალდებულის სტატუსით შეცვლას და გამორიცხავს თუ არა, რომ მისი დაკავება დღესვე მოხდეს, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ის ამ შესაძლებლობას უშვებს.

გამოძიება „რუსთავი 2“-ის ყოფილი 9 %-იანი წილის მესაკუთრის ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიწყო, საქმეს დაერთო მოქმედი გენერალური დირექტორის განცხადებები, დოკუმენტებში საუბარია შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე, - ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც რამდენიმე წუთში „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლის წინაშე უნდა გამოიკითხოს.

„გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხმების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე და ქონების თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებით გადამავლის ფაქტებზე. აღნიშნულის ფარგლებში დღეს მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხება კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. როგორც მოგეხსენებათ, მან უარი თქვა გამომძიებლის წინაშე ნებაყოფლობით გამოკითხვაზე, რის შემდეგაც ჩვენ მივმართეთ შუამდგომლობით სასამართლოს. ჩვენი შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა. გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი 9 %-იანი წილის მესაკუთრის ინტერესებსი დამცველი ადვოკატის განცხადების საფუძველზე, ამავე დროს საქმეს დაერთო განცხადებები მოქმედი გენერალური დირექტორის. დოკუმენტებში საუბარია შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე და აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. თუ რა მტკიცებულებები აქვს ამ ეტაპზე პროკურატურას, ბუნებრივია, გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, ვერ განვაცხადებ. გიდასტურებთ არსებობს ორი განცხადება, ორი სხვადასხვა პირის მიერ შემოტანილი. რაც შეეხება უშუალოდ კითხვებს რა სახის კითხვები უნდა იყოს დასმული, გამოძიებას აქვს რამდენიმე საინტერესო კითხვა და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ შესაბამის და ადეკვატურ პასუხებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ და იქვე დასძინა, რომ საქმეზე ჩატარდება სრულყოფილი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება, ჩატარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.

„მოპოვებული მტკიცებულებები შეფასდება და გაკეთდება მათი ანალიზი და მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება და რომელსაც ბუნებრივია, საზოგადოებას შევატყობინებთ“, - დასძინა პროკურორმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები