ავტორი:

საბერძნეთის ყალბი პასპორტების, მართვისა და ბინადრობის ყალბი მოწმობების დამზადების ბრალდებით, 4 პირი დააკავეს

საბერძნეთის ყალბი პასპორტების, მართვისა და ბინადრობის ყალბი მოწმობების დამზადების ბრალდებით, 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, საბერძნეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტების, მართვისა და ბინადრობის ყალბი მოწმობების დამზადება-გამოყენების ბრალდებით, 4 პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები: 1970 წელს დაბადებული შ.რ. და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები - 1980 წელს დაბადებული ლ. წ., 1970 წელს დაბადებული ფ. გ. და 1959 წელს დაბადებული ა.ე. ამზადებდნენ საბერძნეთის რესპუბლიკის ყალბ პასპორტებს, მართვისა და ბინადრობის ყალბ მოწმობებს, რომლებსაც შემდგომ, ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით, მოქალაქეებზე ასაღებდნენ.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა, ასევე, სამართალდამცველებმა ქალაქ ხონში, ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ტურისტული კომპანიის ოფისშიც ჩაატარეს ჩხრეკა. პოლიციამ მოპოვებული მტკიცებულების ერთობლიობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, ოთხივე პირი ბრალდებულის სახით თბილისში დააკავა. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-შეძენა-შენახვა-გასაღების ან გამოყენების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ