ავტორი:

გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი და რა ბედი ელის ლარის კურსს - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი და რა ბედი ელის ლარის კურსს - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

გაზზე ტარიფების ზრდა არ მოხდება; ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა, რითაც უპასუხა ფასების შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით მოსახლეობას შეუძლია მთავრობას ენდოს.

„ივლისის თვეში წლიური ინფლაციის დონე არის 4,6%, რაც ზომიერი ინფლაციაა. პანიკის საფუძველი არ არსებობს. მინდა მოგიწოდოთ, ნუ შევქმნით ნეგატიურ მოლოდინებს ამასთან დაკავშირებით. არ მოხდება გაზზე ტარიფების ზრდა. მე ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს და ჩემმა შინაგანმა რწმენამ შარშანაც გაამართლა. აქედან გამომდინარე, შარშანაც ახალ წლამდე, მცდელობა და სხვადასხვა განცხადება იყო, რომ გაზის ფასი გაიზრდებოდა და ეს არათუ არ გამართლდა, არამედ გაზის ტარიფები შემცირდა. ასე რომ, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ ამ თვალსაზრისით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, საქართველოს მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი 20 ივნისის მოვლენებია.

„ლარის კურსი მყარდება. ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ანალიზი იყო სწორი - ლარის კურსი ხელოვნურად იყო გაუფასურებული. ეკონომიკა იზრდება, საგადამხდელო ბალანსი უმჯობესდება. შესაბამისად, არანაირი ორგანული მიზეზი ეკონომიკაში არ არსებობს იმისა, რომ ლარი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში გაუფასურებული. საქართველოს მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს. ლარის კურსის გამყარების ტენდენცია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატურია.

რეალურად, ლარის კურსის რყევები მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს, დესტაბილიზაციის მცდელობას და პარლამენტზე შტურმს. შემდეგ ეს აისახა ნეგატიურ საინფორმაციო ფონში, ძალიან ბევრი სპეკულაციური განცხადება გაკეთდა, რომელიც აღრმავებდა ნეგატიურ მოლოდინებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნეგატიურ მოლოდინებს შეუძლია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის კურსის რყევა გამოიწვიოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები