ავტორი:

"კოვიდი 41 პირს დაუდასტურდა, 90-ზე მეტი კი - თვითიზოლაციაშია" - სამთავისსა და ქვემოჭალაში სკოლა და საბავშვო ბაღი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

"კოვიდი 41 პირს დაუდასტურდა, 90-ზე მეტი კი - თვითიზოლაციაშია" - სამთავისსა და ქვემოჭალაში სკოლა და საბავშვო ბაღი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისსა და ქვემოჭალაში, კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების მატების გამო, ორივე სოფლის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

აღნიშნულ სოფლებში „კოვიდ-19“ 41 პირს დაუდასტურდა, 90-ზე მეტი ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევები.

„სამთავისსა და ქვემოჭალაში გამოვლენილ შემთხვევებს შორის არიან პედაგოგებიც, რის გამოც, სწავლა გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. პრევენციის მიზნით დაიკეტა საბავშვო ბაღი და ასევე, სოფლის ტაძარი, რადგან დადასტურებულ შემთხვევებს შორის არიან მრევლის წარმომადგენლებიც. ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევები“,- განაცხადა კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ნონიაშვილმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების დადასტურების გამო, რამდენიმე დღის წინ, კასპის მუნიციპალიტეტში, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა იგოეთის საჯარო სკოლაც.

"მთავრობამ შემოუშვა, ხალხმა გაუშვა" - რას წერს ელენე ხოშტარია ვლადიმერ პოზნერის საქართველოდან წასვლის შემდეგ

"პოზნერი იმსახურებს ამ სახის პროტესტს? არ მომწონს ის რაც ხდება, ადამიანი ჩამოვიდა და უნდა მივუვარდით" - მეგრელიშვილი

"არ მგონია, რომ ივანე მაჭავარიანი გიორგი გახარიას გუნდში ვიხილოთ" - არჩილ თალაკვაძე