ავტორი:

ვისთან ერთად ისვენებს ნინი ბადურაშვილი ფრანგულ რივიერაზე

ვისთან ერთად ისვენებს ნინი ბადურაშვილი ფრანგულ რივიერაზე

მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი ორი დღეა კანში ისვენებს.

ფრანგული რივიერის გამორჩეულ სანაპიროზე მშვენიერი ნინი მეგობართან, გიორგი ჩიკვაიძესთან ერთად გაემგზავრა. ნინიმ და გიორგიმ "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" ამ მოგზაურობის ამსახველი ფოტოები უკვე განათავსეს.

როგორც ირკვევა, ქართველი ტურისტები "ჰაიეტის" 5-ვარსკვლავიან სასტუმროში - Hotel Martinez in the Unbound Collection by Hyatt-ში ისვენებენ, საიდანაც კანის ფანტასტიკური ხედი იშლება.

აღსანიშნავია რომ, მეგობრებმა კანსა და ნიცას ვერტმფრენით გადაუფრინეს და კადრებში ეს საოცარი მოგზაურობაც აღბეჭდეს.

ნინი ბადურაშვილი და გიორგი ჩიკვაიძე წლებია ახლო მეგობრები არიან. 33 წლის ჩიკვაიძე ახალგაზრდა და წარმატებული ბიზნესმენია, რომელსაც საქართველოს ფარგლებს გარეთ იცნობენ სახელით - რამზესი...

ის იახტების მწარმოებელ მსოფლიოში ლიდერ კომპანიაში "აზიმუტ ბენეტში" მუშაობს, კომპანიაში, რომელიც მსოფლიოში ქმნის ამინდს საიახტო ბიზნესში.

ჩიკვაიძე კომპანიაში სამი წელი მუშაობდა კანის ფესტივალის ფარგლებში ჯერ გაყიდვების მენეჯერად, შემდეგ ვიპ გაყიდვების მენეჯერად. ცნობილი კომპანიის წარმომადგენლობა მან ცოტა ხნის წინ საქართველოშიც შემოიყვანა.

ნატალია ვოდიონოვასა და მილიარდერის ვაჟის ქორწილი - კაბა, თაიგული და მინიმალისტური დეტალები ყველაზე არისტოკრატული ცერემონიიდან

"მაყურებელი სამედიცინო პირბადეებით ესწრებოდა წარმოდგენას" - ქართველი რეჟისორის სპექტაკლმა ლიეტუვაში, პანდემიის პირობებშიც კი, ანშლაგით ჩაიარა

"სალომეს პაროდიას რომ ვაკეთებ, თავი პრეზიდენტი მგონია! თვითონ თუ უყურებს, არ ვიცი" -  თამუნა ლეკვეიშვილი კარიერაზე, მეუღლესა და შვილებზე