ევროპული კონკურსის "წლის ავტომობილის" ორგანიზატორებმა იმ ავტომობილთა სია გამოაქვეყნეს, რომლებიც 2011 წლის საუკეთესო ავტომობილის ტიტულის მოპოვებას შეეცდებიან. წარმოდგენილი 35 მოდელიდან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 7 გავა.
ტრადიციულად, კონკურსის ჟიური ევროპის 23 ქვეყნის 59 საავტომობილო სფეროს ჟურნალისტით დაკომპლექტდება. ფინალში ჟიურის ყოველი წევრი, მის განკარგულებაში არსებულ 25 ბალს მინიმუმ 5 - მისი აზრით საუკეთესო ავტომობილზე გადაანაწილებს და თან თავის არჩევანს განმარტავს.
კონკურსის შედეგები წელს ნოემბერში გამოქვეყნდება, გამარჯვებულს კი მომავალი წლის იანვარში დააჯილდოვებენ.
შარშან ამ კონკურსში ხეთჩბეკი Volkswagen Polo-მ გაიმარჯვა, რომელმაც 10 ქულით ჩამოიტოვა Toyota iQ. ამ სიაში მესამე Opel Astra იყო.
ევროპის "2011 წლის საუკეთესო ავტომობილზე" წარდგენილნი არიან:
Alfa Romeo Giulietta
Audi A1
Audi A8
BMW 5
BMW X3
Chevrolet Spark
Citroen C3
Citroen C4
Citroen DS3
Dacia Duster
Fiat Doblo
Ford C-Max/Grand C-Max
Honda CR-Z
Hyundai iX35
Jaguar XJ
Kia Sportage
Kia Venga
Lexus CT200h
Mazda 5
Mini Countryman
Mitsubishi ASX
Nissan Juke
Nissan Leaf
Nissan Micra
Opel/Vauxhall Agila
Opel/Vauxhall Meriva
Renault Wind
Saab 9-5
Seat Alhambra
Suzuki Kizashi
Suzuki Swift
Volkswagen Sharan
Volkswagen Touareg
Volvo S60
Volvo V60