ავტორი:

ჩინეთს უძლიერესი ტაიფუნი უახლოვდება - ხელისუფლებამ საფრთხის ყველაზე მაღალი, წითელი დონე გამოაცხადა

ჩინეთს უძლიერესი ტაიფუნი უახლოვდება - ხელისუფლებამ საფრთხის ყველაზე მაღალი, წითელი დონე გამოაცხადა

ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ტაიფუნი „ლეკიმა“ უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მოსალოდნელი საშიშროების გამო ქვეყნის ხელისუფლებამ საფრთხის ყველაზე მაღალი - წითელი დონე გამოაცხადა. ტაიფუნის სიჩქარე ამჟამად 190 კმ/სთ-ია და ის ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს 10 აგვისტოს მიაღწევს. ქვეყნის ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის დაუყოვნებელი ევაკუაციის ბრძანება გასცა. საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული ძიანსუსა და შანდუნის პროვინციებში.

აღსანიშნავია, რომ ტაიფუნმა „ლეკიმამ“ უკვე გადაუარა კუნძულ ტაივანს, სადაც 40 000-ზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამასთანავე სტიქიის გამო კუნძულზე ავიარეისები გაუქმდა და სასწავლო პროცესი შეწყდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე